საქართველოში ინვესტიციები რუსეთიდან თითქმის 5-ჯერ, ესპანეთიდან 10-ჯერ, გაერთიანებული სამეფოდან კი 3-ჯერ შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა აშშ – 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს (გასულ წელს 66.5 მლნ დოლარი), მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ. აშშ დოლარით, 14.5 პროცენტიანი წილით ( გასულ წელს 124.1 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 45.3 მლნ. აშშ დოლარით, 14.3 პროცენტით (გასულ წელს 59.1 მლნ ლარი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, დან გასული წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა 48.8 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 10.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. ინვესტიციების კლება ფიქსირდება უზბეკეთიდანაც, გასულ წელს აღნიშნული ქვეყნიდან 3.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კი თითქმის 1 მლნ დოლარი. ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანიდან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მეზობელი ქვეყნიდან 16.4 მლნ ლარის ინვესტიცია შემოვიდა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 4.3 მლნ ლარი.