საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის დონე უმჯობესდება – საერთაშორისო კვლევით, ქვეყანა საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიას უსწრებს

ინგლისური ენის ცოდნის დონით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Education First-ის მიერ შედგენილ 2023 წლის რეიტინგშია აღნიშნული, ამ მაჩვენებლით, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია.
ბოლო ერთ წელიწადში, საქართველო 17 ქულითაა დაწინაურებული – გასულ წელს ქვეყანას 524 ქულა ჰქონდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 541-მდეა გაზრდილი. (ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასე იცვლებოდა: 2019 – 481; 2020 – 503; 2021 – 512; 2022 – 524; 2023 – 541).
ქვეყანაში ინგლისური ენის ცოდნის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 21-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში.
ქვეყნები, შედეგების მიხედვით, 5 სხვადასხვა კატეგორიაშია განაწილებული – ინგლისური ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონე, ცოდნის კარგი დონე, ცოდნის ზომიერი დონე, დაბალი და ძალიან დაბალი მაჩვენებელი (საქართველო ინგლისურის ცოდნის ზომიერი დონის ქვეყნებს შორისაა).
ინგლისური ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონე
1. ნიდერლანდები – 647
2. სინგაპური – 631
3. ავსტრია – 616
4. 615
5. ნორვეგია – 614
6.შვედეთი – 609
7. ბელგია – 608
8. პორტუგალია – 607
9. სამხრეთ აფრიკა – 605
10. გერმანია – 604
11. ხორვატია – 603
12. საბერძნეთი – 602
ინგლისური ენის ცოდნის კარგი დონე

13. პოლონეთი – 598
14. ფინეთი – 597
15. რუმინეთი – 596
16. ბულგარეთი – 589
17. უნგრეთი – 588
18. – 587
19. კენია – 584
20. ფილიპინები – 578
21. ლიეტუვა – 576
22. ლუქსემბურგი – 575
23. – 570
24. სერბეთი – 569
25. მალაიზია – 568
26. ჩეხეთი – 565
27. ნიგერია – 562
28. არგენტინა – 560
29. ჰონკონგი -558
30. შვეიცარია – 553
ინგლისური ენის ცოდნის ზომიერი დონე

31. ჰონდურასი – 544
32. საქართველო – 541
33. ბელარუსი – 539
34. განა – 537
35. იტალია – 535
35. მოლდოვა – 535
35. ესპანეთი – 535
38. კოსტა-რიკა – 534
39. ალბანეთი – 533
39. ურუგვაი – 533
41. ბოლივია – 532
41. – 532
43. კუბა – 531
43. საფრანგეთი – 531
45. პარაგვაი – 530
45. – 530
47. უგანდა – 529
48. სომხეთი – 528
49. ჩრდილოეთ კორეა – 525
50. სალვადორი – 524…
ამავე კვლევის თანახმად, თბილისი ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამორჩეულ ქალაქებს შორისაა. საქართველოს დედაქალაქი 37-ე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

თანხების შეწყვეტა ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ არის დაბრკოლება – ფულის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს „სამოქალაქო სექტორს“, რომლის დაცვაც ბრიუსელს ისე სურს, როგორც არასოდეს

გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება