საქართველოში იმყოფებოდა რუსი პროპაგანდისტი, რომელიც 2023-ში ცხინვალში გაგლოევს შეხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრის გარეშე“ აცხადებს, რომ საქართველოში, საპარლამენტო ს დროს, რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი იყო ჩამოსული.
„ჩვენ შეშფოთებული საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში მისი როლით“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობითვე, მალკევიჩი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელია.
საქართველოში ვიზიტზე თავად მალკევიჩიც აცხადებს. არჩევნებზე საუბრისას მან თქვა, „რომ ქართველებს სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, ვინაიდან ესმით, რომ ეს შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
მალკევიჩის შეფასებითვე, „ქართული ოცნება“ არა პრორუსული, არამედ „ეროვნული სუვერენიტეტის“ პარტიაა.
მალკევიჩი, – ტელეარხ „სანქტ-პეტერბურგის“ დირექტორი, – 2023 წელს ცხინვალშიც იმყოფებოდა და დე ფაქტო პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. ამგვარად, მას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული. თუმცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ს მოქალაქეებს შიდა პასპორტით [იქაური პირადობის მოწმობით] შეუძლიათ შესვლა.
„ნეტგაზეთმა“ კომენტარისთვის -ს მიმართა.