საქართველოში თუთიყუშების იმპორტი 294%-ით გაიზარდა

2023 წელს საქართველოში 75 140 დოლარის ღირებულების თუთიყუშები შემოვიდა. თუთიყუშების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ნიდერლანდები იყო საიდანაც 46 280 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ფრინველი შემოვიდა. ასევე თუთიყუშები შემოყვანილი იქნა ჩეხეთიდან (26 160 აშშ დოლარი) და უზბეკეთიდან (2 700 აშშ დოლარი).
ამ მონაცემების თანახმად, 2023 წელს წინა წელთან შედარებით იმპორტი 294%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს 19 070 აშშ დოლარის თუთიყუშები იქნა შემოყვანილი.