ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს.
ის საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა, 5 თებერვალს უნდა ჰქონოდა ლექცია, თუმცა საზღვარზე შეაჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს.
ფორმულასთვის ცნობილია, რომ ანდრეი კურაევს საზღვარზე გადასცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, მას 3 წლის მანძილზე საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.
ანდრეი კურაევს თბილისში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უნდა ჩაეტარებინა ლექცია, სახელწოდებით – “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლო ისტორია – 100 წელი ავტოკეფალიურ განხეთქილებაში”.