საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა

2024 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 56%-ით გაიზარდა. -ს სტატისტიკის მიხედვით, თუ 2023 წელს საქართველოში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1 052-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1 641 შეადგინა.
საქართველოში თავშესაფარი ს 85-მა და ბელარუსის 40-მა მოქალაქემ მოითხოვა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი უცხოელი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, თურქეთის მოქალაქე იყო – ჯამში 248 ადამიანი, მას მოჰყვება ირანის 226 და ს 220 მოქალაქე.
ამასთან, ათეულში შედიან:
უკრაინის – 203 მოქალაქე
ინდოეთის – 150 მოქალაქე
რუსეთის – 85 მოქალაქე
ეგვიპტის – 68 მოქალაქე
იორდანიის – 45 მოქალაქე
ბელარუსის – 40 მოქალაქე
ლიბანის – 39 მოქალაქე
გარდა ამისა, საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ – აზერბაიჯანის, ნიგერიის, ბანგლადეშის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
რაც შეეხება სტატუსს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქეს, ჰუმანიტარული სტატუსი კი 104-ს.
წყარო: ბისნესპრესნიუსი