საქართველოში თავშესაფარი 3 თვეში 338 უცხოელმა მოითხოვა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, წელს, ივლის-სექტემბერში საქართველოში თავშესაფარზე ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს კუბის მოქალაქეებმა, რომელსაც მოსდევს უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.
„ბიზნესპრენსიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ:
· კუბა – 57
· უკრაინა – 53
· თურქეთი – 44
· ინდოეთი – 41
· ირანი – 28
· რუსეთი -20
· ეთიოპია -14
· ეგვიპტე – 11
· პაკისტანი – 10
· სირია – 6
