საქართველოში ვიზიტით -ის სახდეპის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ასკონასის ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP), რომელზეც შეთანხმებაც 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით შედგა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
“დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – “სადახლო საავტომობილო”, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.