საქართველოში ველოსიპედების იმპორტი გაიზარდა. 2024 წელს ქვეყანაში ჯამში 2,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1024 ტონა ველოსიპედი შემოვიდა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 2,2 მლნ აშშ დოლარი და 744 ტონა იყო.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ველოსიპედების იმპორტის თვალსაზრისით რეკორდული წელი 2020 იყო, როცა ქვეყანაში 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1260 ტონა ველოსიპედი შემოიყვანეს. ცნობისთვის, საქსტატს იმპორტის მოცულობა ტონებში აქვს დათვლილი და არა რაოდენობაში.
ყველაზე დიდი რაოდენობით ველოსიპედი ჩინეთიდან შემოგვყავს, მეორე ადგილზე კი ნიდერლანდებია.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს ველოსიპედის იმპორტი განხორციელდა
