„სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ფერმერი 10-ჯერ ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ციას აწარმოებს, ვიდ­რე გან­ვითა­რე­ბულ ქვეყნებში“ – Gnomon Wise

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი ფერ­მე­რი – 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 50-ჯერ ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ციას აწარმოებს, ვიდ­რე ფერ­მე­რი გან­ვითა­რე­ბულ ქვეყნებში“, – ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის პუბილაციაში „სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მეურ­ნეო­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა“ არის აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მძი­მე მემ­კვიდ­რეო­ბამ და მკვეთ­რი რე­ფორ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბამ სოფ­ლის მეურნეო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლი ზრდის ტემ­პი განაპირობა. შედეგად, დღეს სოფლის მეურ­ნეო­ბა ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა­ზე არაე­ფექ­ტიან სექ­ტო­რად რჩება. 2010- 2022 წლებ­ში მშპ-ში აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის რეა­ლუ­რი გამოშვება, რეა­ლურ მაჩვენებლებში, საშუალოდ, 2.7%-ით იზრდებოდა, ხო­ლო მთლიან ში­და პროდუქ­ტში სოფ­ლის მეურ­ნეო­ბის წი­ლი მკვეთ­რად – არა, მაგ­რამ მაინც შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ციით ხასიათდებოდა.
სოფ­ლის მეურ­ნეო­ბის სექ­ტო­რის ნო­მი­ნა­ლუ­რი და ფარ­დო­ბი­თი (მშპ-სთან) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (მლნ ლარი, %)
„ამასთან, აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის 7%-იანი წილი, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შედარებით, მა­ღა­ლი ნიშნულია. მაგალითად, ის­რაელ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1.3%- ია, -ში – 1%, ეს­ტო­ნეთ­ში – 2%, ირ­ლან­დია­ში – 1%. არაე­ფექ­ტია­ნო­ბის მას­შტა­ბი ნათ­ლად გამოჩნდება, თუ აგ­რო­და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შევხედავთ. მსოფ­ლიო ბან­კის მონაცემებით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მეურ­ნეო­ბა­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბულია და­საქ­მე­ბულ­თა 40%, ირ­ლან­დია­ში – 4.5%, ეს­ტო­ნეთ­ში – 2.7%, აშშ-ში – 1.7% და ის­რაელ­ში – 0.9%.
ეს ნიშნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი ფერ­მე­რი – 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 50-ჯერ ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ციას აწარმოებს, ვიდ­რე ფერ­მე­რი გან­ვითა­რე­ბულ ქვეყნებში. კერძოდ, Our World in Data-ს მიხედვით, რო­მე­ლიც მო­ნა­ცემებს 2015 წლის ფა­სებ­ში გვთავაზობს, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი ფერმერი, საშუალოდ, ის­რაე­ლელ ფერ­მერ­ზე – 54-ჯერ, ამე­რი­კელ­ზე – 53-ჯერ, ირ­ლანდიელ­ზე – 18-ჯერ, ხო­ლო ეს­ტო­ნელ­ზე 15-ჯერ არაე­ფექ­ტია­ნი იყო.
მსგავ­სი სუ­რა­თი იკ­ვე­თე­ბა არა მხო­ლოდ აშშ-სთან, ეს­ტო­ნეთ­თან ან ირ­ლანდიას­თან მიმართებით, არა­მედ მთე­ლი ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის ქვეყ­ნებ­თან შედარებითაც“, – ნათქვამია კვლევაში.