საქართველოში ერთადერთ პრორუსული ძალა „ალტ ინფოა“ და მასაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს – პრემიერი
„საქართველოში ერთადერთ პრორუსული ძალა „ალტ ინფოა“ და მასაც ეგზისტენციალური პრობლემები აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, პრორუსული ძალების მხრიდან სახელმწიფოს სუვერენიტეტის რისკების შემცირებაში დაეხმარებათ.
„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში, დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში არის „ალტ ინფო“, რომელსაც დღეს აქვს ეგზისტენციალური პრობლემები. ეს არის ერთადერთი პრორუსული ორგანიზაცია საქართველოში და მასაც აქვს ეგზისტენციალური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებით სახელმწიფოს სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ. თუმცა, ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.