საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ორ სხვადასხვა განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა“ და ამასთან, იმედი აქვს, რომ მალე მიაღწევენ იმ მომენტს, როდესაც „27 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას დაასანქცირებს“.
ანალიტიკოსის თქმით, ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს. „საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა ევროკავშირის წარმომადგენელი , რომელიც ევრობლოკში პარტიების აკრძალვას ვერ ხედავს და ოცნებობს ჩვენს ხელისუფლებაზე მასშტაბურ სანქციებზე.
Pan Pawel-მა, ტოქსიკურობის ტემპს რომ დაუწიოს, უწინარესად, უპრიანია მისთვის და ბრიუსელის ჩამყაყებული ბიუროკრატიისთვის. ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს.“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი