საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეუძლია გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ა, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები

საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეუძლია გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ა, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები
ევროკავშირის ელჩს შეუძლია, გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნების შედეგებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ს მიერ, კახეთის რეგიონში, ახალგაზრდებთან დაანონსებულ შეხვედრას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად არის საინტერესო.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევძელით არჩევნების მოგება. შეუძლია ევროკავშირის ელჩს გააგრძელოს საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩის პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს არჩევნების შედეგებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით