საქართველოში დღეს „დედამიწის საათი” მე-17 აღინიშნება

მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქცია, „დედამიწის საათი” დღეს საქართველოში მე-17 აღინიშნება.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, ასევე, პარლამენტის შენობაში. ელექტროენერგია გამოირთვება რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ