საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს – თბილისიდან ლისაბონამდე

„გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ საკუთარი ეროვნული ღირსების ხმამაღლა დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, „გამჭვირვალობის კანონს“ მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ ოპოზიციის დამფინანსებლები, ასეთმა განცხადებებმა დასავლეთის ლიდერებისგან მოლოდინს გადააჭარბა. თურმე, რა ზუსტად გაუთვლია ხელისუფლებას. ერთი რიგითი კანონი იქცა ისტორიულ მოვლენად – ახალი საქართველოს დაბადებად. ამ ორ თვეში თითქოს დიდი გზა განვვლეთ ჭეშმარიტად ეროვნული და ევროპული სახელმწიფოსკენ.
ეს იყო ბრძოლის, სტრესის, ენით აუტანელი შეურაცხყოფის, მოტყუებული ახალგაზრდების ცქერით გამოწვეული ტკივილის და ბოლოს, ერისა და ბერის ერთიანობის. ამ დღეებმა ქართველი ერი ფეხზე დააყენა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა. ეს თამამი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ვინც ჯერ კიდევ ვერ ბედავს ხმამაღლა საკუთარი ეროვნული ღირსების დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი. ამ დღეებში თბილისი ნამდვილად გახდა ევროპის დედაქალაქი. საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს – თბილისიდან ლისაბონამდე.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს