საქართველოში გერმანიის საელჩო – საელჩოში დროშა დაშვებულია – სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა

საქართველოში გერმანიის საელჩო ოკუპირებული ს ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოში გლოვის ნიშნად დროშა დაეშვა.
„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.