საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 1000 ლარამდე კრედიტებზე მოდის

საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 0.01-დან 1000 ლარამდე მოცულობის კრედიტებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სესხების მოცულობის რანჟირების მიხედვით კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 3 558 207 სესხი, საიდანაც 48.22% სწორედ 1000 ლარამდე კრედიტებია.
სესხები მოცულობის რანჟირების მიხედვით:
0.01-დან 1000 ლარამდე – 1 715 809 ხელშეკრულება (48.22%)
1000.01-დან 5 000 ლარამდე – 1 061 819 ხელშეკრულება (29.84%)
5000.01-დან 25 000 ლარამდე – 543 545 ხელშეკრულება (15.28%)
25 000.01-დან 100 000 ლარამდე – 185 120 ხელშეკრულება (5.2%)
100 000.01-დან 1 000 000 ლარამდე – 49 958 ხელშეკრულება (1.4%)
რაც შეეხება თანხის მოცულობას, საანგარიშო პერიოდისთვის სესხების რანჟირების მიხედვით სულ გაცემულია 35.583 მლრდ ლარის კრედიტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი