საქართველოში გაყიდული ადგილობრივი ღვინის 98–99% 30 ლარამდე კატეგორიაშია – “თიბისი კაპიტალი”

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ღვინის უდიდესი რაოდენობა 30 ლარამდე კატეგორიაშია, – ამის შესახებ ვკითხულობთ “ კაპიტალის” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვაში.
ღვინის ადგილობრივი ბაზრის შესასწავლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 16 ღვინის კომპანია, რომლებიც საერთო ბაზრის ბრუნვის დაახლოებით ნახევარს მოიცავს. მათ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით 2024 წელს შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია დაახლოებით 7.3 მილიონ ბოთლს გაუტოლდა.
2025 წელს კი მხოლოდ 3% გაიყიდა უფრო მაღალი საფასო კატეგორიიდან. ამასთან, შედარებით მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოების გაყიდვები ზომიერი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით, 71–120 ლარის დიაპაზონში.
დოკუმენტის მიხედვით, გაყიდვები მკვეთრად ფასზე ორიენტირებული რჩება: მოცულობების 98–99% 30 ლარამდე ფასის კატეგორიაში ვარდება. მოხმარების სტრუქტურაში დომინირებს წითელი და თეთრი ღვინოები, ხოლო როზე კვლავ მეორეხარისხოვან როლს ინარჩუნებს. გაყიდვების ძირითადი არხები სუპერმარკეტებია, რასაც HoReCa სექტორი მოჰყვება.