საქართველოში გაუქმდა დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1 ივლისიდან გაუქმდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, მ.
„ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“, – წერია დადგენილებაში.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე უქმდება „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია „მაცნეზე“, რომელსაც ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი .
ცენტრში დასაქმებულებს „ერთი თვით ადრე“ აცნობეს „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, რომ „მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო“. საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, ეს ფუნქცია თავად აიღოს, რამდენ ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ჯერ უცნობია.
ფორუმი