საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ

საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დასავლეთის დაფინანსებაზე მყოფ “ნაცრადიკალებს” ჯერ მხოლოდ “მოგუდული” გლოვა აქვთ, რადგან არასამთავრობოების დაფინანსება მინიმუმამდე დაიკლებს, ბევრ შემთხვევაში კი გაქრება.
“საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს ჯერჯერობით მოგუდული გლოვა აქვთ, რადგან ე.წ. “მაიდანისთვის” უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებისთვის დაფინანსება მინიმუმამდე იქნება, ბევრ შემთხვევაში გაქრება.
თეთრმა სახლმა -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა. ამიერიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს.
იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები გატარდება. USAID-მა, თავის მხრივ, თავის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ და არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში