გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ზრდა ძირითადად ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით ისრაელის აქტიურობამ გამოიწვია.
როგორც “აპექს დეველოპმენტის” დირექტორი ვლადიმერ რობაქიძე ამბობს, ისრაელელები საქართველოში ბინებს საინვესტიციო მიზნებით ყიდულობენ, დაინტერესება კი წელს განსაკუთრებით მაღალია.
„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი, მოთხოვნა უმეტესად უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან აქტიურობამ გაზარდა, განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება ისრაელიდან.
ისინი საქართველოში ბინებს ძირითადად საინვესტიციოდ ყიდულობენ. რაც შეეხება ზოგადად გაყიდვებს, ამ მხრივ გააჩნია პროექტის სტატუსს; თუ მშენებლობა საწყის ეტაპზეა, ფასები დაბალია და მოთხოვნაც დიდია. ისრაელის მხრიდან დაინტერესება ყოველთვის იყო, მაგრამ წელს განსაკუთრებით მაღალია, ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი ჩამოდის და ყიდულობენ.
მოთხოვნა ძირითადად პატარა ფართზეა, 35-55 კვ.მ-მდეა“,- აღნიშნა „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
