2025 წლის იანვრიდან ბიზნესის მმართველებისთვის ბიზნესით ვაჭრობის ახალი პლატფორმა ამოქმედდა.
bt.ge – ასეთი სახელწოდებით ბაზარზე ახალი პროექტი ჩაეშვა. ონლაინ ბიზნეს ვაჭრობის პლატფორმა, მომსახურების სერვისებს აერთიანებს, რომელიც კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, საწარმოს თუ სხვა ბიზნეს ობიექტის ყიდვა/გაყიდვას გულისხმობს.
“საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო 20 წელია აქტიურად ვითარდება ე.წ. აუთსორს სერვისები: ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა და ა.შ. რაც ბიზნესს უმარტივებს მართვას, ოპერაციებს და მისაღებ ფასად იღებს მისთვის საჭირო მომსახურებას. ბიზნესი, რომელსაც ახალი პროექტის დაწყება სურს, ხშირად უზარმაზარ პრობლემებს აწყდება, როგორიცაა, მიწის ნაკვეთის მოძიება, სანებართვო და სალიცენზიო საკითხების მოგვარება, დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკება და სხვა.
2025 წლის იანვრიდან საქართველოში უკვე შესაძლებელია ბიზნესმა ეს სერვისიც აუთსორსზე გააკეთოს, ანუ გამოცდილ გუნდს შეუკვეთოს სამომავლო ბიზნეს პროექტის პირველი სამუშაოების შესრულება.” ამბობს BMG-თან პლატფორმის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ბიზნეს ვაჭრობის პროექტი ახალი სიტყვა იქნება ბაზარზე, რაც გამოარჩევთ მათ, ქვეყანაში ვაჭრობის კუთხით და იმ სერვისით, რასაც ისინი ბიზნესებს სთავაზობენ.
“კორპორაციული მომსახურების პროდუქტი საქართველოში ბიზნესვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე bt.ge-ის გუნდმა გააკეთა, რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს და გადავწყვიტეთ, 2025 წლის იანვრიდან, ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, დამკვეთის დავალებით ბითიჯის(bt.ge) გუნდი მოიძიებს მიწის ნაკვეთს, ან ბიზნეს პროექტს, მოაგვარებს ნებართვებისა და ლიცენზირების საკითხებს საჭიროებისამებრ, მათ შორის მოაწესრიგებს იურიდიულ პროცედურებს და დამკვეთს გამზადებულ ბიზნეს პროექტს გადასცემს.” ამბობენ bt.ge-ში.