საქართველოში ბიზნესს ორჯერ ნაკლები ქალი აფუძნებს ვიდრე კაცი

საქართველოში ბიზნესის დამფუძნებელი კაცები თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას.
“საქსტატის” უახლესი მონაცემებით, ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში.
მეორეს მხრივ, ბიზნესის მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობა საკუთრების ფორმის და საწარმოს ზომის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით ასეთია:
საკუთრების ფორმები:
კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) – 78% ქალი, 72% კაცი;
კერძო (უცხოელი ფიზიკური და/ ან იურიდიული პირი) – 17% ქალი, 19% კაცი;
სახელმწიფო – 5% ქალი, 9% კაცი;
საწარმოს ზომა:
მსხვილი საწარმო – 42% ქალი, 38% კაცი;
საშუალო საწარმო – 21% ქალი, 20% კაცი;
მცირე საწარმო – 37% ქალი, 42% კაცი;
სულ დასაქმებული : 336 000 ქალი, 444 000 კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ტერმინი რუსული კანონით ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ხუხულასავით ჩამოშალა“ – შალვა პაპუაშვილი