საქართველოში ბენზინი 5%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი ბენზინგასამართ სადგურებში?

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს.
ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში აქ „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.
ბენზინგასამართ სადგურებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ფასის ცვლილება ასე გამოიყურება:
Socar:
ნანო სუპერი – 3.72 ლარი (ერთი თვის წინ 3.63 ლარი)
ნანო პრემიუმი – 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)
ნანო ევრო რეგულარი – 3.15 ლარი (ერთი თვის წინ 2.98 ლარი)
ევრო 5 დიზელი – 3.28 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)
ნანო ევრო 5 დიზელი – 3.36 ლარი (ერთი თვის წინ 3.33 ლარი)
Wissol:
ეკო სუპერი – 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)
ეკო პრემიუმი – 3.35 ლარი (ერთი თვის წინ 3.24 ლარი)
ევრო რეგულარი – 3.17 ლარი (ერთი თვის წინ 3.04 ლარი)
ევრო დიზელი – 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.37 ლარი)
ეკო დიზელი – 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.32 ლარი)
დიზელ ენერჯი – 3.29 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)
Gulf:
G-Force სუპერი – 3.77 ლარი (ერთი თვის წინ 3.73 ლარი)
G-Force პრემიუმი – 3.37 ლარი (ერთი თვის წინ 3.27 ლარი)
G-Force ევრო რეგულარი – 3.27 ლარი (ერთი თვის წინ 3.17 ლარი)
ევრო დიზელი – 3.39 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)
Rompetrol;
სუპერი – 3.75 ლარი (ერთი თვის წინ 3.69 ლარი)
ევრო პრემიუმი – 3.34 ლარი (ერთი თვის წინ 3.25 ლარი)
ევრო რეგულარი – 3.20 ლარი (ერთი თვის წინ 3.11 ლარი)
ევრო დიზელი – 3.43 ლარი (ერთი თვის წინ 3.39 ლარი)
ევრო დიზელი – 3.33 ლარი (ერთი თვის წინ 3.29 ლარი)
Portal-ი:
პრემიუმი – 3.09 ლარი (ერთი თვის წინ 2.95 ლარი)
ევრო რეგულარი – 2.89 ლარი (ერთი თვის წინ 2.75 ლარი)
ევრო დიზელი – 3.44 ლარი (ერთი თვის წინ 3.44 ლარი)
წყარო: bpn.ge