საქართველოში არ შემოუშვეს აშშ-ს მოქალაქე, ის აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა

საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი კიდევ ერთ უცხოელს, ამერიკის მოქალაქე მეგი ოსდობი კაცს უთხრეს – როგორც თავად წერს ფეისბუკზე, მისთვის უკან გაბრუნების მიზეზები არ განუმარტავთ.
“საქართველოში შემოსვლაზე უარია. არც კითხვები დასმულა, არც მიზეზები განუმარტავთ. მხოლოდ “უნდა დატოვოთ ეს ქვეყანა” და დოკუმენტში მონიშნეს მიზეზი “სხვა” [ ქვეყანაში არ შემოშვებისას საზღვარზე შედგენილი დოკუმენტი – რ.თ]; 27 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსტუმრობდი და ვეხმარებოდი ამ ქვეყანას, რომელიც მიყვარს” – დაწერა მან 12 ივლისის დილას, როცა მისივე თქმით უკან დასაბრუნებელ თვითმფრინავში ჯდებოდა.
მეგო ოსდობი დიპლომატი და კონსულტანტია, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობდა სოციალური ცვლილებების გამომწვევი პროექტების ჭრილში. თბილისში მას ასევე იცნობენ, როგორც იოგას მასწავლებელს.
2025 წელს, მას შემდეგ რაც USAID-მა ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც შეწყვიტა სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, მეგიმ საქართველოში პროტესტის მონაწილეებისა და მათი უფლებადამცველი ორგანიზაციების დასახმარებლად თანხების მობილიზაციის კამპანია აწარმოა და შეგროვებული 10 568$-ით ჯამში სამ ორგანიზაციას დაეხმარა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია