საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო ინტენსიური აქტივობები შეინიშნება

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამათავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებია.
“2024 წლის 26 ოქტომბერის საპარალამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამათავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.
პირველი ე.წ. „ფესტივალის“ ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. „ფესტივალზე“ არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ს ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით.” – აღნიშნა მიქანაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ “დემოკრატიის ფესტივალის” ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელმაც ასევე დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.
“საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ, „მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრთან ერთად“, დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში „ლელოს“ და „-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა.
მათ შეუერთდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის, შიც, ბუნებრივია, ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული.” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში