საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს

საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს
პირდაპირ ვხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ესხმიან ოპონენტები თავს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს.
„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში