„საქართველოში არავინ გყავს, ვინც ოქროს ხარისხს შეამოწმებს – საექსპორტო მიმართულება კი, ფაქტობრივად, გარდაცვლილია“

საქართველოში ელემენტალურად, არავინ გყავს, ვინც ოქროს ხარისხს შეამოწმებს და დაადასტურებს – ამის შესახებ გადაცემაში „მონეტიზაცია“ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელმა მაქს მიერ შავიტმა განაცხადა.
მისივე თქმით პრობლემას წარმოადგენს ლომბარდებიც, სადაც ხშირია შემთხვევა, როდესაც გაურკვეველი წარმოშობის განუბაჟებელი ოქრო ბარდება.
„სამწუხაროდ, საქართველოში ოქროს ხელოსნების, ოქრომჭედლების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან მათ არანაირი რეგულაცია და ხელშეწყობა აქვთ. თუ დარეგულირდება პროცესები, იქნება ჯანსაღი კონკურენცია. ნორმალური კონკურენციის პირობებში კი სანდოობა გაიზრდება.
გარდა ამისა, დღეს ჩვენ არანაირად არ მივყვებით ოქროსა და ნედლეულის საერთაშორისო ფასებსა და ტენდენციებს. საექსპორტო მიმართულება, ფაქტობრივად, გარდაცვლილია. ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ ვერ გადის. მეორე პრობლემაა ის, რომ ვერც მეწარმე, ვერც ინვესტორი ვერ შემოდის ქართულ ბაზარზე. საქართველოში ელემენტალურად, არავინ გყავს, ვინც ოქროს ხარისხს შეამოწმებს და დაადასტურებს. არ არსებობს გატანა-შემოტანის მექანიზმი.
დღესდღეობით ცალკეულ პრობლემას წარმოადგენენ ლომბარდებიც. ლომბარდიდან აღებული ოქრო ვიტრინაში არ უნდა იდოს. ვინაიდან, ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა გაურკვეველი წარმოშობის განუბაჟებელი ოქრო ბარდება ლომბარდებში“, – აღნიშნა მაქს მეირ შავიტმა.
მისივე თქმით, საქართველოში პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ე.წ. სინჯების პალატა.
„15-წლიანი მცდელობების მიუხედავად, საქართველოში არ ჩამოყალიბდა სავალდებულო სინჯების პალატა, რომელიც ნებისმიერ ოქროს ხარისხს დაადასტურებ. როგორც მან აღნიშნა, სანამ სინჯების პალატა არ იქნება, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში.
თუ ჩვენ გვინდა, დავარეგულიროთ საქართველოში ეს მიმართულება, უნდა გავათანაბროთ და გავაწესიეროთ პროცესები. ამ შემთხვევაში ინვესტორიც შემოვა, ქართველი ოქრომჭედლების ნაკეთობები გავა საზღვარგარეთ და დაიკავებს საუკეთესო ადგილებს“, – განაცხადა ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელმა მაქს მეირ შავიტმა.
bpn.ge