საქართველოში ავტომობილის მარკებს შორის Mercedes-Benz, ავტომობილის მოდელებს შორის კი TOYOTA PRIUS ლიდერობს

automobile.geostat.ge-ის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობა 1.7 მილიონ ავტომობილს აღწევს. ავტომობილის მარკებს შორის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: მერსედეს ბენცი, ტოიოტა, ფორდი, ვაზ და ოპელი.
რაც შეეხება ავტომობილის მოდელებს მთლიანობაში აქ FORD TRANSIT-ი ლიდერობს, კონკრეტულად მსუბუქ ავტომობილებში კი TOYOTA PRIUS

1.4 მილიონამდე ავტომობილი +10 წლის ასაკისა. მანქანების 41% ბენზინის საწვავზე მუშაობს, 19% დიზელზე, ბენზინ-აირზე 9%, ჰიბრიდია 8%, ხოლო ელექტრო მანქანებს მხოლოდ 0.3% უკავიათ.

ავტომობილების 42%-ის ძრავის მოცულობა 0-2000, მეორე ადგილზეა 2001-3000 ძრავიანი ავტომობილები 23%, 22%-ის დაუდგენელია.
ძარის ტიპის მიხედვით კი ასე ნაწილდება: 560 ათასი სედანი, 318 ათასი ჰეტჩბეკი, 259 მაღალი გამავლობის.
ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული -600 ათასზე მეტი, შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი და აჭარა.