საქართველოში ავტომობილის დაზღვევა თვეში საშუალოდ 202 ლარი ჯდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის 3 თვის ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მოქმედი პოლისების რაოდენობამ 140 367 ერთეული შეადგენდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.
ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2025 წლის პირველ კვარტალში ამ მიმართულებით სულ 85.4 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.
შესაბამისად, საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 2433 ლარი, ანუ თვეში 202 ლარია.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „ს“, „ალდაგს“ და „ბენეფიტს“ აქვს.