საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1671 ლარი, ანუ თვეში 139 ლარია.
სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 122 360 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“, „ალდაგს“ და „ჯიპიაის“ აქვს.
ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. კომპანიებმა 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 153,4 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.
2023 წლის 9 თვის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 157 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 35 მლნ ლარი იყო.