საქართველოში ადამიანი საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ევროკავშირში – ISET

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, კაცებისათვის ეს ასაკი 70.6 წელია, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა საშუალო ასაკით და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესწავლით გამოითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”