საქართველოშიც და უკრაინაშიც უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება და გამოძიება, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ს გათავისუფლების საკითხზე ს, უკრაინის რადას და უკრაინის სახალხო დამცველს მიმართავს.
დღეს გამართულ შეხვედრაზე მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს და თქვეს, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევით უნდა დაინტერესდნენ.
“საქართველოშიც და შიც უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება და გამოძიება, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. უნდა ესმოდეს ყველას, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც მონაწილეობას იღებდა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ არა ადამიანურ მოპყრობაში და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, .
მმართველ გუნდში საპასუხოდ ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დამდგარია კონკრეტული განაჩენები და კანონმდებლობის თანახმად, მან სასჯელი სწორედ საქართველოში უნდა მოიხადოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს უდანაშაულო, ღიმილისმომგვრელია.
“მიხეილ სააკაშვილი გახლავთ კონკრეტულ დანაშაულებში ბრალდებული პირი. მის მიმართ არის კონკრეტული განაჩენები დადგენილი და ამ პიროვნებამ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულია შესაბამისი სასჯელის აღსრულება სწორედ საქართველოში მოახდინოს. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადება ამ კუთხით, სცილდება საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც 7 ნოემბერს სწორედ ამ პიროვნების ბრძანებით დატრიალდა საქართველოში. საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს უდანაშაულო, ღიმილისმომგვრელია,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი