საქართველოშიც და ამერიკაშიც ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას. ომის პოლიტიკა დასრულდა”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო.“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოსთვის. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ისტორიაში ყველაზე სუსტ პრეზიდენტად ჩაიწერება, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მოუტანა. მისი თქმით, მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას.
“უკრაინელი ხალხი ალბათ ყველაზე მეტად ელოდა ტრამპის გამარჯვებას. ომის დასრულება შვება იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ორწლიანი ტანჯვა სრულდება არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ, ჩვენთვისაც. ომის პოლიტიკამ მარცხი განიცადა იქ, საიდანაც დაიწყო.
ამერიკის ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სუსტი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ეკონომიკური და თითქმის პოლიტიკური კრიზისიც. ამერიკელმა ხალხმა ამერიკა გადაარჩინა, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო. გადარჩა საუკუნოვანი ღირებულებები, ტრადიციები, რწმენა, რელიგია, ოჯახის ფენომენი და ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობები. ფსევდოლიბერალიზმმა კრახი განიცადა. მსოფლიო ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი