საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა

გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მალტის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 76:67 დაამარცხა.
სანამ აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე დავწერთ, აღვნიშნავთ, რომ წლეულს 18 წლამდე გოგონათა ევრობასკეტის C დივიზიონი ანდორაში იმართება, სადაც თავი 7-მა ნაკრებმა მოიყარა. A ჯგუფში თავი სომხეთმა, ალბანეთმა და ანდორამ მოიყარეს, ხოლო B-ში საქართველო, მალტა, გიბრალტარი და კვიპროსი განთავსდნენ. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გადის.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხა, მანამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ეს უფრო ბოლო პერიოდზე ითქმის, როცა მალტელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ბოლო წუთებზე ჩვენმა გოგონებმა მეტი სიზუსტე და მონდომება გამოავლინეს, რაც გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ჩვენს ნაკრებში სალომე სვანი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 9 ჩაჭრა და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა ნიცა საბადაშვილმა. 11 ქულა და 5 მოხსნა ანუკი კომახიძის ანგარიშზეა. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში 73-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა: კვიპროსმა გიბრალტარი 92:19 გაანადგურა. 23 ივლისს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება.
GBF.GE
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში