საქართველოს Wendy's-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს Wendy's-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
(14 ნოემბერი, 2025) — საქართველოს Wendy's-მა დუბაიში გამართულ APMEA საერთაშორისო სამიტზე ერთდროულად სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა, რაც Wendy's-ის გლობალურ ქსელში უპრეცედენტო შედეგია.
„წლის საუკეთესო ფრანჩაიზი“, „წლის საუკეთესო ოპერატორი“ და „მომხმარებლის საყვარელი ბრენდი“ — სწორედ Wendy's®-ის ქართულ წარმომადგენლობას ერგო ლეგენდარული ამერიკული ბრენდის საქართველოში განვითარების გამორჩეული შედეგებისთვის. აღიარება მოჰყვა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებას, რომელსაც Wendy's-ი საქართველოში ავლენს როგორც ბიზნესის ოპერირების, ისე ბრენდის ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით.
„„საუკეთესო ფრანჩაიზის” ტიტული ყველაზე დიდი და ღირებული ჯილდოა, რომელსაც გლობალური Wendy's-ი თავის პარტნიორებისთვის გასცემს. -ს გარეთ, ყველა სხვა ქვეყანას შორის საქართველოს Wendy's-ის აღიარება და სამი მთავარი ჯილდოს მიღება შთამბეჭდავი შედეგია არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც. უკვე ფაქტია, რომ ჩვენი კომპანია გლობალურ ასპარეზზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მისაბაძ ნიმუშად იქცა. წელს, ამ კუთხით გამორჩეული წელია ჩვენი ჯგუფისთვის. ჯერ Dunkin'-ის ქართული წარმომადგენლობა აღიარეს ევროპაში #1 ფრანჩაიზად. ეხლა კი Wendy's-ი გახდა N:1 ამერიკის გარეთ ყველა სხვა ქვეყანას შორის. ამასთან, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც Wendy's-ი ფუნქციონირებს და რომლებიც მონაწილეობდნენ კონკურსში, არ მახსენდება საქართველოს ზომის ან უფრო პატარა ქვეყანა. ეს ფაქტი კიდევ უფრო საამაყოს ხდის ჩვენს მიერ მოპოვებულ ჯილდოს. შესაბამისად, Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-სთვის, რომლებიც დღეს უკვე 130-ზე მეტ რესტორანს აერთიანებენ, 2025 წელი მიღწევებითა და აღიარებებით ნამდვილად სრულიად გამორჩეული და რეკორდულია,” — აცხადებს „ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
Wendy's-ის გლობალურ სისტემაში საქართველოს Wendy's-ი რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, ინოვაციური ციფრული პროდუქტების დანერგვის, სტუმართა ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურებისა და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების დაცვის საფუძველზე აღიარეს. დღეს Wendy's-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და მცენარეული ინგრედიენტებისგან დამზადებულ „ყველაზე მაგარ ბურგერებს“. განახლებული მობილური აპლიკაცია, რომელიც Wendy's-თან ერთად Dunkin'-ისა და Subway-ის მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითიდღე ზრდის.
„Wendy's-ის გლობალურ სისტემაში სამი მთავარი ჯილდოს მიღება ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის ყველაზე ხმამაღალი აღიარებაა. ეს შედეგი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი კომპეტენციების სინთეზის დამსახურებაა. „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ — ეს მხოლოდ სლოგანი არ არის; ესაა დანაპირები, რატომაც ყოველდღიურად უზრუნველვყოფთ უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებას. საერთაშორისო აღიარება კი იმ სრულყოფილებისკენ სწრაფვის შედეგია, რომელსაც ჩვენი გუნდი გულწრფელად ემსახურება. ჩვენი მენიუ გამოირჩევა გემოთი, სერვისი სისწრაფით, ინოვაციური ტექნოლოგიები მომსახურების მიღების სიმარტივით, ხოლო საფასო პოლიტიკა ხელმისაწვდომობით. გვეამაყება, რომ ეს ყველაფერი შევძელით ისე, რომ საქართველო Wendy's-ის გლობალურ სისტემაში სამაგალითოდ ვაქციეთ.“— განაცხადა გივი გვეტაძემ, Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში.
„ვისოლ ჯგუფმა“ Wendy's-ის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. დღეს Wendy's-ის ქსელი საქართველოში 21 ამერიკულ რესტორანს აერთიანებს. 2026 წლის ბოლომდე კომპანია ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამ ახალ რესტორანს გახსნის.