საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და გამარჯვება მოიპოვა. ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიასა და გიორგი გოგალაძის გაწვრთნილი გუნდი ს დაუპირისპირდა და 95:80 გაიმარჯვა. შეხვედრაში მონაწილეობა შეკრებაზე მყოფმა 14-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ზოგს ბევრი თამაში მოუწია, ზოგსაც -ნაკლები.
ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენი ნაკრებისთვის ახლა მთავარი იმ საპასუხისმგებლო ტურნირისთვის მომზადებაა, რომელიც 8-დან 16 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველად, ისტორიაში მასპინძლობს 16-წლამდელთა ევრობასკეტს, ანუ A დივიზიონს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებია თავმოყრილი. 16-წლამდელები გახლავთ ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრები A დივიზიონში ჰყავს. ქართველებმა ელიტაში ადგილი 2023 წელს მოიპოვეს, რომელიც 2024-ში შეინარჩუნეს და წლეულს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლების რანგში არიან.
უკრაინა B დივიზიონშია, თუმცა საქართველოს ნაკრებს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია. პირველი პერიოდის 16:24 წაგების შემდეგ უკრაინელებმა თამაში გამოაკეთეს და მეორე ათწუთეულის შუაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. დიდი შესვენების შემდეგ ქართველებმა ხელახალი ძალებით შეუტიეს, მეტოქე ისევ ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე C ჯგუფშია გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან ერთად. ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციისთვისაა, რათა გუნდები სიძლიერის მიხედვით პლეი ოფში (მერვედფინალში) დაწყვილდნენ. შესაბამისად, პლეი ოფში ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ბოლო 3 ადგილზე (14,15,16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.
უკრაინა 80:95 საქართველო
16:24, 21:22, 19:25, 24:24
ფოჩხუა 17, ტრაპაიძე (13 ქულა), გოგოლაშვილი (12), გიგაური (12), შერვაშიძე (10), ბოდაველი (10), პატაშური (8), მარკოიშვილი (7), თავდგირიძე (4), ლეჟავა (2), გაგუა, ჯანელიძე, იაშვილი, კენდი
GBF.GE
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
U16. ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს