საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 53%-ით, 283 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საქართველოში IT სექტორის შემოსავლების მკვეთრი მატება ორი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა, რისი ტენდენციაც ბაზარზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება. თუმცა უმთავრესი ფაქტორია მიგრაცია, რადგანაც ამ სექტორის ბრუნვის მატება პირდაპირ ემთხვევა 2022 წელს, როდესაც ქვეყანაში ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტის შემოსვლა მოხდა.
Galt&Taggart-ის ბოლოკვლევის თანახმად, სექტორის სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და კომპანიების რელოკაციამ განაპირობა.
IT სერვისის უმეტესი ნაწილი – 91,2% ექსპორტზე გადის და ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის 26.3% -ში ხორციელდება, 15.3% დიდ ბრიტანეთში, ხოლო 10.6% მალტაში.
IT კომპანიების 60% უცხოური კაპიტალით შექმნილი საწარმოებია.
კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა.
კვლევა აჩვენებს, რომ შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად დასაქმებულებზე ნაწილდება, რაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.