საქართველოს 67 000-მდე მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება

საქართველოს 67 000-მდე მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს დეპუტატ ს კითხვის პასუხად.
უწყების ცნობით, 2024 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 66 809 მოქალაქე, საიდანაც სრულწლოვანია 65 216, ხოლო არასრულწლოვანი 1 593 პირი.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველებს ქართულ არჩევნებში მონაწილეობა 3 პირობით შეუძლიათ:
-დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
-რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
-არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ ს დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (ანუ 7 ოქტომბრამდე) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.