საქართველოს 32 ქალაქში წელიწადში ოთხჯერ ჰაერის ხარისხი ინდიკატორულად იზომება ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად – სამინისტრო

საქართველოს 32 ქალაქში წელიწადში ოთხჯერ ჰაერის ხარისხი ინდიკატორულად იზომება ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად – სამინისტრო
ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება სხვადასხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდის დიოქსიდი (SO2), მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5) აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3) და ნახშირბადის მონოქსიდი (CO), – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ამასთანავე, ხდება სინჯების აღება მათში შემდეგი მძიმე მეტალების: ნიკელი (Ni), კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), დარიშხანი (As) და ასევე ბენზ(ა)პირენის შემცველობის დასადგენად.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს 32 ქალაქში, მათ შორის რუსთავში, წელიწადში ოთხჯერ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ტარდება ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ბენზოლის (C6H6), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) კონცენტრაციების განსასაზღვრად.
“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შესაძლებელია იხილოთ ჰაერის ხარისხის პორტალზე http://air.gov.ge/.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დასახლებული ადგილების ნიადაგის ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება. ქ.რუსთავში 2024–2025 წლებში ჩატარებული ნიადაგის მონიტორინგის შედეგები, ევროპული სტანდარტით განსაზღვრულ ზღვრულ ნორმებთან მიმართებაში, თითქმის ყველა შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივად კონტროლდება ყველა ტიპის სურსათი. სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების სქემა და კვლევის მეთოდოლოგია შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის კანონდებლობასთან.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მსხვილი და განსაკუთრებით სახიფათო საწარმოებისთვის სავალდებულო გახდა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების გამართვა. დღეისთვის რუსთავის 16 საწარმოდან, რომლებსაც ეკუთვნოდათ უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, 15 საწარმო ასრულებს ამ მოთხოვნას.
მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები ქვეყანაში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის.
გამკაცრდა სანქციები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევისთვის.
ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „არნიკა“ მიერ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების შესახებ კვლევის შედეგების შეფასებასთან დაკავშირებით, ვრცლად იხილეთ:
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/55485,” – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.