საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრები ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე რვა მოკრივით წარდგა და სამი მედალი მოიპოვა.
მათ შორის, ერთი ჯილდო გოგონათა ნაკრების ანგარიშზეა.ჩვენი გუნდიდან ყველაზე დიდი გზა გაიარა ლუკა ნიქაბაძემ (70 კგ). ადრეულ ეტაპებზე წარმატებას, მეოთხედფინალში ს წარმომადგენელ იეჰორ ნოვიკოვთან გამარჯვება მიაყოლა და მედალიც გაინაღდა. ქართველი მოკრივე უკეთესი ხარისხის ჯილდოსთვის ბრძოლაშიც წარმატებით ჩაება. ნახევარფინალში ბერძენ ზაქარიას მილონასს მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
სამწუხაროდ, ლუკა ნიქაბაძე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუმინელ დანიელ-რაჯ სტოიკანთან დამარცხდა და შედეგად, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.მეოთხედფინალში გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი დაიბევა გორ აივაზიანმა (55 კგ). საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ამინ მამმაზადა დაამარცხა, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევარფინალში დამარცხდა ინგლისელ აბდულ-რაჰმან ბარტონთან და ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მეოთხედფინალში ლიეტუველი ვილტე სავიცკაიტეს დამარცხებით ასევე მესამე ადგილი დაიკავა ჰურამან კასუმოვამ. გოგონათა ნაკრების წარმომადგენელმა უკეთესი სინჯის მედლის მოპოვების შანსისთვის ნახევარფინალში იასპარეზა, მაგრამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ირლანდიელ ნატალია ფასკიჟევსკასთან დამარცხდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა – კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
ტაისონმა ემინემი ერთი დარტყმით დაანოკაუტა [VIDEO]
ქართველმა მოკრივეებმა ევროკავშირის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაო მოიპოვეს
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
“ჩემი შვილიც რომ იყოს, ასე უნდა მოხდეს” – რამზან კადიროვმა თავის შვილის სკანდალურ ბრძოლაზე პირველი კომენტარი გააკეთა