საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6%-მდე გაზარდა – Fitch

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე, პერსპექტივა კი “ნეგატიურზე” შეუნარჩუნა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გაზარდა.
თუ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო გასული წლის დეკემბერში ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ ზრდას 2025 წელს 5.3%-ზე ვარაუდობდა, ხოლო 2026 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, უახლესი შეფასებით, პროგნოზები მცირედით გაუმჯობესებულია და ამჟამად Fitch საქართველოს წლევანდელი ეკონომიკის 5.6%-იან ზრდას ელის, ხოლო 2026 წელს 5.2%-იან ზრდას ვარაუდობს.
სააგენტო, 2025-26 წლებში ინფლაციას საშუალოდ 3.2%-ზე ელის.
შეგახსენებთ, განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო ქვეყნის რეიტინგის ძლიერ და სუსტ მხარეებსაც განმარტავს. რეიტინგზე მოქმედი ფაქტორებიდან საერთაშორისო რეზერვებს ადა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოყოფს.