საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რთულ მდგომარეობაშია. გუნდს ერთდროულად დაუშავდა 3 ლიდერი მოთამაშე – ავთანდილ ბახტაძე, თენგო გოგიშვილი და ალექსანდრე დაუშვილი. ამ სამიდან დღეს, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არც ერთს არ უთამაშია. ბახტაძე და გოგიჩვილი სულაც თბილისში არიან, რადგან მიღებული ტრავმების შემდეგ მათი ევრობასკეტზე თამაში გამოირიცხა და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სამკურნალოდ სომხეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მეტოქედ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, ნიდერლანდები გვყავდა. შედეგი არ ყოფილა მოულოდნელი: ნიდერლანდებმა 84:61 გაიმარჯვეს და ჯგუფიდან გავიდნენ. ჩვენი, C ჯგუფი გამოდგა წარმოუდგენლად თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული. ოთხმა გუნდმა – შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და დანიამ თანაბარი ქულები დააგროვეს. ოთხივემ 3 მატჩი მოიგო და 2 დათმო. ერთმანეთში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით 1-2 ადგილებზე და შესაბამისად, პლეი ოფში შვეიცარია და ნიდერლანდები გავიდნენ. ავსტრია, რომელიც 3 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობდა, ჯერ ნიდერლანდებთან, დღეს კი შვეიცარიასთან წააგო, ჯგუფში ჩარჩა.
საქართველოს ნაკრებმა 1 მოგებითა და 4 მარცხით ბოლო ადგილი დაიკავა. მე-5 იყო ჩრდილოეთ მაკედონია 2 მოგებითა და 4 მარცხით.
საქართველოს ნაკრები ახლა საკვალიფიკაციო ტურნირში გადაერთვება, სადაც გუნდები ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით 17-21 ადგილებს დაიკავებენ.
GBF.GE
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში