საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე – ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.
ზურას ეროვნულ გუნდებში სამწვრთნელო საქმიანობა – 2017 წელს, 21-წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც 3 წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. ასევე, 2019 წლიდან, ზურას ხელმძღვანელობით 16-წლამდე ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, რომელიც 2020 წელს, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აღარ ჩატარდა. 2021 წლიდან კი ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც დღეს, ნიონში გაიმართება.
ალექსანდრე იაშვილი: “მინდა პირველ რიგში ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადავუხადო. ის იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული იყო.
მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.”
Nakrebi.ge
[VIDEO] U21. უშანსოდ – საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა…
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
“ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ” – ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო – არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში




