საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ფინალშია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალშია და ევრობასკეტის C დივიზიონის ჩემპიონობისთვის სომხეთს შეერკინება. ანდორაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რანგით მესამე (C) დივიზიონში ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი გუნდი დაუმარცხებელია. ჯგუფში 3 მოგების შემდეგ ქართველებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ალბანეთი 104:72 გაანადგურა და ფინალში გავიდა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, საქართველოს ნაკრებს მოგება არ გასჭირვებია. ქართველებმა პირველი პერიოდი 25:19 მოიგეს, თუმცა მეორეში მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის სათავისოდ გადაწყვიტეს. მეორე მეოთხედი ჭეიშვილის გუნდმა 30:11 მოიგო და შესვენებაზე 25-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
ალბანეთი არ ჰგავდა გუნდს, რომელიც თამაშს შემოატრიალებდა და ცხადია, ეს ვერც მოახერხა. საქართველომ დარჩენილი პერიოდებიც მოიგო და საბოლოოდ 32 ქულით გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს სალომე სვანმა ულიდერა, რომელმაც 39 ქულა და 4 პასი მიითვალა. 19 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა ნიცა საბადაშვილმა. ანა გელაშვილის ანგარიშზე 15 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა დაგროვდა.
მეორე ნახევარფინალში სომხეთმა რის ვაი-ვაგლახით მოუგო მალტას – გუნდს, რომელიც საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 76:67 დაამარცხა. ფინალური მატჩი 27 ივლისს, საღამოს 20:30 საათზე დაიწყება.
GBF.GE
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური