საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონი მე-5 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი გამარჯვებით დაასრულა. ტურნირის მე-5 ადგილისთვის მატჩში ლიკა ქაჯაიასა და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მალტა 61:56 დაამარცხა. ამით, ქართველმა გოგონებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა – დაამარცხა სომხეთი და წააგო აზერბაიჯანთან. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები ალბანეთთან დამარცხდნენ და ბრძოლა მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს. პლეი ოფში ვერგასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენა.
ჩვენს ნაკრებს სალომე სვანმა ულიდერა 16 ქულით, 10 მოხსნითა და 6 ჩაჭრით. 14 ქულა ნიცა საბადაშვილის
ანგარიშზე დაგროვდა, 8 ქულა და 5 მოხსნა ანა გელაშვილის ანგარიშზეა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში