საქართველოს 17 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

საბერძნეთმა 17 წლამდე მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე საქართველომ ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვიცე-ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ერეკლე თავბერიძე (65კგ) და ლუკა მარტიაშვილი (80კგ) – გახდნენ, ბრინჯაო კი ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე თემურ სიმსივემ (110კგ) მოიპოვა.