საქართველოს 15 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის მიერ გაწვრთნილმა ჭაბუკთა ნაკრებმა მადრიდის ევროპის ჩემპიონატზე 25 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო 15 -წლამდელებმა ჩემპიონატი გუნდური გამარჯვებით დაასრულეს.
პატარა ძალოსნებმა ჩემპიონატის პირველივე დღიდან დაიწყეს მედლების მოპოვება და კონტინენტის პირველობა ასევე დაასრულეს.
მათ მიერ მოპოვებული 25 მედლიდან 5 უმაღლესი სინჯისაა, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოსი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდურ გამარჯვებაში წვლილი ნაკრების ყველა წევრმა შეიტანა.
🏋️ მედალოსნები:
U15
🇬🇪 დავით კილაძე – 2 ოქრო 1 ვერცხლი
🇬🇪 ავთანდილ ჩანდიშვილი – 1 ოქრო 2 ვერცხლი
🇬🇪 გიორგი ქინქლაძე – 1 ოქრო 2 ვერცხლი
🇬🇪 ნიკოლოზ ჯალაღონია – 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო
🇬🇪 საბა კუჭავა – 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო
🇬🇪 შოთა კაკაბაძე – 3 ბრინჯაო
🇬🇪 ოთარ ბზიკაძე – 3 ბრინჯაო
🏋️ U 17
🇬🇪 ჯაბა ტყეშელაშვილი – 1 ოქრო 2 ვერცხლი
🇬🇪 ჯუმბერ ბეკოშვილი – 2 ბრინჯაო
🇬🇪 ზურაბ ანთაური – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
🇬🇪 ბეჟან ჭიჭინაძე – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 ირაკლი გაბრიჭიძე – ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 დავით ხარატაშვილი – ნაკრების მწვრთნელი
🇬🇪 გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი
🇬🇪 რუსკა მურადაშვილი – ფედერაციის გენერალური მდივანი
🇬🇪 ლაშა ტალახაძე – ფედერაციის პრეზიდენტი