საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე – Forbes Georgia-ს რეიტინგი

Forbes Georgia-ს 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ვაქვეყნებთ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგს – კერძო ბიზნესაქტივების სტრუქტურირებულ შეფასებას.რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. საინტერესოა, რომ ქვეყნის მსგავსად, უმდიდრეს ადამიანთა შორისაც კაპიტალი მწვერვალზეა კონცენტრირებული: უმდიდრეს მეწარმეთა ასეულის პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. რეიტინგში საშუალო ქონება დაახლოებით ₾600 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური მაჩვენებელი მხოლოდ ₾227 მილიონია. ეს განსხვავება ცხადყოფს ასეულში სიმდიდრის მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას. საქართველოს 10 უმდიდრესი მეწარმე3. გიორგი ჯოხთაბერიძექონება (მილიონი ₾): 2 764,51წყარო: მაგთისფერო: ტელეკომუნიკაციებიასაკი: 72გიორგი ჯოხთაბერიძე აქციების 75%-ს ფლობს ქართული ტელეკომუნიკაციების ბაზრის ლიდერ „მაგთიკომში“. კომპანია 1996 წელს დაარსდა და მომდევნო წელს მის ქსელში პირველი ზარი გაისმა. „ფორბსის“ რეიტინგით, „მაგთიკომი“ საქართველოს მე-5 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. გიორგი ჯოხთაბერიძე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძე და თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია – მისი ოჯახის კოლექციიდან 3500-მდე ნამუშევარი მის მიერვე დაფუძნებულ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.4. ირაკლი რუხაძექონება (მილიონი ₾): 2 227,01წყარო: მაგთი, ქართული ცემენტისფერო: ტელეკომუნიკაციები და მრეწველობაასაკი: 59ირაკლი რუხაძის აქტივები მოიცავს „მაგთის“ აქტივების 25%-ს, „ქართული ცემენტის“ 41%-ს, თითქმის სრულად „ლიბერთი ბანკს“და სრულად „რუსთავის ფოლადს“. „ქართული ცემენტი“ მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიაა, „მაგთი“ – მე-5. „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი რუხაძე 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ „იმედს“, რომელიც დღემდე წაგებაზე მუშაობს.5. თემურ ჭყონიაქონება (მილიონი ₾): 1 745,52წყარო: მაკდონალდსისფერო: სწრაფი კვება და უალკოჰოლოსასმელებიასაკი: 75თემურ ჭყონიას აქვს 87%-იანი წილი „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ და 90%-იანი წილი შპს „თ და კ რესტორნებში“, რომელიც ეკუთვნის „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს. ჭყონიას კომპანია გამაგრილებელ სასმელებს 1993 წლიდან ასხამს და დღეს უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ფლობს „კოკა-კოლას“ ლიცენზიებს. 1999 წელს კი „მაკდონალდსის” პირველი რესტორნისგახსნას მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. „კოლამ“ და „მაკმა“ ჭყონია ახალგაზრდებში ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ 2024 წელს ტიკ-ტოკზე გატრენდებული სიმღერის პროტაგონისტიც იყო: „ყველაზე მაგარი კაცი არი თემური / Gen-Z თაობისგან ასიანი ქებული“.6. პაატა კურტანიძექონება (მილიონი ₾): 1 562,84წყარო: ავერსისფერო: ჯანდაცვაასაკი: 58პაატა კურტანიძე „ავერსის“ მფლობელია – სააფთიაქო ქსელის, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში საქართველოს მე-10 ყველაზეშემოსავლიანი კომპანიაა. კურნატიძეს ასევე 85%- იანი წილი აქვს „ავერსი რაციონალში“ – თავისსავე ფარმაცევტულ საწარმოში. „ავერსის“ ჰოლდინგში შედის „ავერსის კლინიკაც“, რომელიც „ფორბსმა“ შარშან საქართველოში მესამე ყველაზე მოგებიან საავადმყოფოდ დაასახელა.7. გიორგი რამიშვილიქონება (მილიონი ₾): 1 485,22წყარო: სილქ როუდისფერო: ტელეკომუნიკაცია და უძრავი ქონებაასაკი: 58გიორგი რამიშვილი 62%-იანი წილის მფლობელია „სილქ როუდ ჯგუფში“ – „ფორბსის“ რეიტინგით, მეხუთე ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიაში. მათი ძირითადი საქმიანობის სფეროებია ტელეკომუნიკაციები, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ტრანსპორტირება. კომპანიის პორტფელში შედის ინტერნეტის პროვაიდერი „სილქნეტი“, რომელმაც 2018 წელს, საქართველოს ისტორიაში უდიდესი კორპორაციული შენაძენის ფარგლებში, „ჯეოსელი“ შეიერთა. ჰოლდინგის სასტუმროები მოიცავს „რედისონ ბლუ ივერიას“ და „ტელეგრაფს“. გიორგი რამიშვილს აქვს 16%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმშიც“. 2010-იანების დასაწყისში „სილქ როუდ ჯგუფი“ დონალდ ტრამპთან პარტნიორობით „ტრამპ თაუერის“ აშენებას აპირებდა, თუმცა ამ უკანასკნელის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა.8. კახაბერ ოქრიაშვილიქონება (მილიონი ₾): 1 141,63წყარო: პე-ეს-პესფერო: ჯანდაცვაასაკი: 59PSP, სადაც კახაბერ ოქრიაშვილი აქციების 95%-ს ფლობს, „ფორბსის“ მიხედვით, საქართველოს მე-9 ყველაზე შემოსავლიანიკომპანიაა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია GM Pharma და 33%-იანი წილი ჰოსპიტალ „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში“. ოქრიაშვილი 2004-2024 წლებში ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო – ჯერ „ნაციონალურიმოძრაობიდან“, შემდეგ „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ კი ისევ „ნაციონალური მოძრაობიდან“.9. ხვიჩა მაქაცარიაქონება (მილიონი ₾): 1 132,07წყარო: თელასისფერო: კომუნალური სერვისი და ტელეკომუნიკაციაასაკი: 61ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის 25%-იანი წილი „თბილისი ენერჯიში“, რომელიც მონოპოლიას ფლობს თბილისის გაზით მომარაგებაზე, და 12%-იანი წილი „თელასში“, რომელიც მონოპოლიას ფლობს თბილისის ელექტროენერგიით მომარაგებაზე. 2022 წელს ხვიჩა მაქაცარიამ იყიდა „სელფი მობაილი“ (ყოფილი „ბილაინი“) – სიდიდით მესამე კომპანია ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე.10. გია გორგოშაძექონება (მილიონი ₾): 1 045,14წყარო: გორგიასფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 55გია გორგოშაძე „გორგიას“ ერთადერთი მფლობელია – რეგიონის უმსხვილესი კომპანიისა მშენებლობისა და რემონტის დარგში, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ჯამში 13 ფილიალს მართავს.11. ვახტანგ კარიჭაშვილიქონება (მილიონი ₾): 835,32წყარო: ქართული სპირტისფერო: ალკოჰოლური სასმელებიასაკი: 53ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-იან წილს ფლობს 2017 წელს დარეგისტრირებულ შპსში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს, აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.12. მაკა ასათიანიქონება (მილიონი ₾): 806,56წყარო: TRADE STONE IBERIAსფერო: ავტოინდუსტრია და ვაჭრობაასაკი: 52მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მფლობელობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა. მათ შორისაა „მერსედეს-ბენც ჯორჯია“ (შპს „აკა”),რომელსაც ასათიანი დასთან და დედასთან ერთად ინაწილებს და უძრავი ქონების კომპანია შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. ამ უკანასკნელის გავლით ასათიანი 30%-ს ფლობს ყულევის ახალი ნავთობტერმინალის ოპერატორ „ბლექ სი პეტროლიუმში“, რომელმაცოქტომბრიდან რუსეთიდან შემოტანილი ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო.13. ლევან ფხაკაძექონება (მილიონი ₾): 791,73წყარო: ალმასფერო: ავტოგასამართი სადგური და გარერეკლამაასაკი: 52ლევან ფხაკაძე დივერსიფიცირებულ პორტფელს ძმასთან, სოსო ფხაკაძესთან ერთად ფლობს. ის მოიცავს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სარეკლამო კომპანია „ალმას“ და „ვ-ჯეო რესტორნებს“, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს– „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. თუ კომპანიების უმეტესობაში ძმები აქციებს თანაბრად იყოფენ, „ვისოლში“ 7%-ით დიდი წილი ლევანს სოსოზე მდიდრად აქცევს.14. სოსო ფხაკაძექონება (მილიონი ₾): 767,24წყარო: ალმასფერო: ავტოგასამართი სადგური და გარერეკლამაასაკი: 54სოსო ფხაკაძეს ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად, დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს – მას ეკუთვნის 31%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ და აქციების 50% სარეკლამო კომპანია „ალმასა“ და „ვ-ჯეო რესტორნებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს სწრაფიკვების ობიექტების ქსელებს – „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. სოსო ფხაკაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტიცაა, რომელიც მსხვილი კომპანიების ინტერესებს იცავს.15. მინდია საბანაძექონება (მილიონი ₾): 766,98წყარო: სითი მოლისფერო: უძრავი ქონებაასაკი: 55მინდია საბანაძე ფლობს „აი ჯი დეველოპმენტს“, რომელიც ოქტომბერში „ფორბსმა“ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავი ქონების მართვის კომპანიად დაასახელა. „აი ჯი დეველოპმენტს“ ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.16. თემურ კოხოძექონება (მილიონი ₾): 758,27წყარო: თეგეტასფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 67თემურ კოხოძის ყველაზე მსხვილი ბიზნესი კომპანია „ მოტორსია“, სადაც აქციების 92%-ს ფლობს. „“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე მცირე მაღაზია იყო. 2025 წელს „ფორბსმა“ „თეგეტა“ საქართველოს მე-6 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა. მათი საქმიანობა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს. კოხოძე პარლამენტარი იყო 2008-2012 წლებში.17. მამუკა ტოგონიძექონება (მილიონი ₾): 740,15წყარო: თელასისფერო: კომუნალური სერვისიასაკი: 52მამუკა ტოგონიძეს 25%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია „თბილისი ენერჯიში“, რომელსაც მონოპოლია აქვს საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგებაზე.18. მამუკა ხაზარაძექონება (მილიონი ₾): 732,28წყარო: ბანკისფერო: ფინანსები და დეველოპმენტიასაკი: 59მამუკა ხაზარაძე TBC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციების 10%-ის მფლობელია. 1992-2019 წლებში იყო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას ასევე ეკუთვნის კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ 25%-იანი წილი. 2019 წელს პოლიტიკაში გადაინაცვლა – დააფუძნა პარტია „ლელო“. იყო პარლამენტის წევრი 2020-21 წლებში.19. გიორგი დიასამიძექონება (მილიონი ₾): 600,03წყარო: თოდუას კლინიკასფერო: ჯანდაცვაასაკი: 27გიორგი დიასამიძეს უკუთვნის თოდუას კლინიკა, რომელიც ბაბუამისმა, ფრიდონ თოდუამ, 1991 წელს დააარსა. თოდუას კლინიკას ამჟამად სამი ფილიალი აქვს თბილისში.20. დავით ბეჟუაშვილიქონება (მილიონი ₾): 593,36წყარო: ჯიაიჯისფერო: დივერსიფიცირებულიასაკი: 57დავით ბეჟუაშვილი 1994 წელს დაარსებული „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჰოლდინგის მმართველობაში მრავალფეროვანი პორტფელია, რომელიც მოიცავს კომპანიებს 10-ზე მეტი ინდუსტრიიდან, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.21. გრიგოლ ჭირაქაძექონება (მილიონი ₾): 569,61წყარო: UGTსფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიებიასაკი: 51გრიგოლ ჭირაქაძე 85%-იან წილს ფლობს 1997 წელს დაფუძნებულ კომპანია „იუ-ჯი-თი“-ში, რომელიც კლიენტებს მომსახურებას უწევს როგორც კლასიკური IT-მიმართულებით, ასევე შენობების მართვის, გადახდების თუ ვიდეომონიტორინგის კუთხით.22. ნანა აროშიძექონება (მილიონი ₾): 496,37წყარო: ანაგისფერო: დეველოპმენტი და უძრავი ქონებაასაკი: 64ნანა აროშიძე 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანია „ანაგში“, რომელიც 1989 წელს დაარსდა.23. ბადრი ჯაფარიძექონება (მილიონი ₾): 478,82წყარო: ბანკისფერო: ფინანსები და დეველოპმენტიასაკი: 65ბადრი ჯაფარიძე TBC-ის თანადამფუძნებელი და აქციების 6%-ის მფლობელია. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ 25%-იანი წილის გავლითმას მსხვილი აქტივები აქვს უძრავი ქონების სექტორშიც. ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2020-2022 წლებში იყო პარლამენტის წევრი.24. ზაურ ელიზბარაშვილი და ოჯახიქონება (მილიონი ₾): 421,54წყარო: ელიზისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 65ზაურ, გია და თორნიკე ელიზბარაშვილები 60%-იან წილს ფლობენ 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“. თავდაპირველად, ზაურ და გია ელიზბარაშვილების პარტნიორი მათი ძმა თამაზი იყო, რომელმაც მოგვიანებით წილი თავის შვილს, თორნიკეს გადაუფორმა.25. ირაკლი გილაურიქონება (მილიონი ₾): 418,19წყარო: საქართველოს კაპიტალისფერო: ფინანსები და ჯანდაცვაასაკი: 49ირაკლი გილაური საქართველოს მე-4 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, საფინანსო და საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ CEO და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. „საქართველოს კაპიტალის“ პორტფელის ჯამური ღირებულება 4,6 მილიარდი ლარია. 2011-2018 წლებში ირაკლი გილაური Georgian Capital-თან დაკავშირებული „საქართველოს ბანკის“ CEO და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მისი ძმა, ნიკა გილაური, 2009-2012 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.26. ვასილ სუხიაშვილიქონება (მილიონი ₾): 375,50წყარო: ნიკორასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 57ვასილ სუხიაშვილი „ნიკორას“ უმსხვილესი აქციონერია – სუპერმარკეტების ქსელისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლის. „ნიკორა“,რომლის მენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.27. აკაკი ახვლედიანიქონება (მილიონი ₾): 374,13წყარო: აგროჰაბისფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 53აკაკი ახვლედიანი სუპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „აგროჰაბი“ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, დღეს კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჯამში ცხრა ფილიალი აქვს. 2025 წელს „ფორბსმა“ „აგროჰაბი“ საქართველოში სუპერმარკეტების ყველაზე მოგებიან ქსელად დაასახელა (მოგების მარჟით).28. დავით კოხრეიძექონება (მილიონი ₾): 373,58წყარო: იმპექსფარმისფერო: ჯანდაცვაასაკი: 58დავით კოხრეიძე სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ ერთადერთი მფლობელია. შპს „იმპექსფარმი“ 1999 წელს დაარსდა და, „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 48-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.29. იოსებ თათარაშვილიქონება (მილიონი ₾): 360,78წყარო: სუფთა სახლისფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 52იოსებ თათარაშვილს ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“, რომელიც ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში ჯამში 250-მდე ფილიალს ფლობს. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიების რეიტინგში „სუფთა სახლი“ 47-ე ადგილზეა.30. ელგუჯა გოცირიძექონება (მილიონი ₾): 346,11წყარო: ჩაჩავას კლინიკასფერო: ჯანდაცვაასაკი: 67ელგუჯა გოცირიძე 2001 წელს დარეგისტრირებული „ჩაჩავას კლინიკის“ 76%-იანი წილის მფლობელია. 2025 წლის აპრილში „ფორბსმა“„ჩაჩავას კლინიკა“ საქართველოს ყველაზე მოგებიან საავადმყოფოდ დაასახელა. 2020 წლიდან ელგუჯა გოცირიძე პარლამენტის დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.31. გოჩა ცქიტიშვილიქონება (მილიონი ₾): 344,53წყარო: ორი ნაბიჯისფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 60გოჩა ცქიტიშვილი ფლობს 2009 წელს დაარსებული სუპერმარკეტების ქსელის, „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს. „ფორბსის“ უმსხვილესისუპერმარკეტების ქსელების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორე ადგილზეა და მისი ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს.32. გურამ თალაკვაძექონება (მილიონი ₾): 339,56წყარო: მნკორპისფერო: მრეწველობაასაკი: 45გურამ თალაკვაძემ 2024 წლის აგვისტოში შეიძინა 100%-იანი წილი შპს „მნკორპში“, რომელიც მანგანუმის კონცენტრატის რეალიზაციითაა დაკავებული. „ფორბსის“ რეიტინგით, „მნკორპი“ საქართველოს 66-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.33. გოჩა ჩხაიძექონება (მილიონი ₾): 332,83წყარო: ასკანელისფერო: ალკოჰოლური სასმელებიასაკი: 57გოჩა ჩხაიძე 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ასკანელი ვაინერი & დისტილერიში“. „ასკანელი“ 1998 წლიდან აწარმოებს ღვინოს, შუშხუნა ღვინოს, ბრენდისა და ჭაჭას. ფლობს ქარხნებს კახეთში, გურიასა და თბილისში. გოჩა ჩხაიძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.34. გიორგი ჭელიძექონება (მილიონი ₾): 329,64წყარო: Steel International Tradingსფერო: მრეწველობაასაკი: 47გიორგი ჭელიძის შემოსავლის მთავარი წყაროა შპს „საქნახშირი“, სადაც ის 100%-იან წილს ფლობს შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ გავლით. „საქნახშირი“ მანგანუმით და მეტალურგიული ნედლეულით ვაჭრობს და მართავს ტყიბულის შახტებს. „სტიილ ინტერნეიშენელი“ „ფორბსის“ ყველაზე შემოსავლიანი ქართული კომპანიების სიაში მე-15 ადგილზეა.35. გიორგი ჩხეიძექონება (მილიონი ₾): 326,25წყარო: ორი ნაბიჯისფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 58გიორგი ჩხეიძე ფლობს 2009 წელს დაარსებული სუპერმარკეტების ქსელის, „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს. „ფორბსის“ უმსხვილესისუპერმარკეტების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორე ადგილზეა, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიაში კი – მეშვიდეზე. კომპანიის ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი დაახლოებით 470 მაღაზიას მოიცავს.36. კახი ბექაურიქონება (მილიონი ₾): 326,25წყარო: ორი ნაბიჯისფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 57კახი ბექაური „ორი ნაბიჯის“ წილის მესამედს ფლობს. „ფორბსის“ უმსხვილესი სუპერმარკეტების რეიტინგში „ორი ნაბიჯი“ მეორეადგილზეა და მისი ღირებულება H979 მილიონს უტოლდება. ქსელი აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს. ბექაური 2017-2026 წლებში კომუნიკაციების კომისიას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე იყო.37. დიმიტრი ნიშნიანიძექონება (მილიონი ₾): 324,52წყარო: შარმ ტრეიდინგისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 252000 წელს დაბადებული დიმიტრი ნიშნიანიძე 34%-იან წილს ფლობს იმავე წელს დაარსებულ სადისტრიბუციო კომპანია „შარმტრეიდინგში“. ეკუთვნის 100%-იანი წილი უძრავი ქონების სექტორში მოქმედ შპს „მეიდანში“. აქვს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა.38. სულიკო ვარსემაშვილიქონება (მილიონი ₾): 313,98წყარო: ბეთლაივისფერო: სათამაშო ბიზნესიასაკი: 48რეიტინგის შედგენისას, სულიკო ვარსემაშვილი 38%-იან წილს ფლობდა ონლაინკაზინო „ბეთლაივში“, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგშისაქართველოს 25-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. სულიკო ვარსემაშვილს ასევე ეკუთვნის 85%-იანი წილი ყავის მწარმოებელ კომპანია „მეამაში“ და 45%-იანი წილი სასტუმრო „ეპიზოდში“.39. ცეზარ ჩოჩელიქონება (მილიონი ₾): 296,67წყარო: ზედაზენი/ბარამბოსფერო: ალკოჰოლური სასმელები დამრეწველობაასაკი: 58ცეზარ ჩოჩელის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბარამბო“ და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების საწარმო „ზედაზენი“. ცეზარ ჩოჩელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი იყო, 2008-2012 წლებში კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.40. ელგუჯა ქებურიაქონება (მილიონი ₾): 289,20წყარო: ამბასადორისფერო: სასტუმრო და ჯანდაცვაასაკი: 64ელგუჯა ქებურია აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეწილეა. „ფორბსის“ რეიტინგით,„ღუდუშაურის კლინიკა“ საქართველოში მე-6 ყველაზე მოგებიანი საავადმყოფოა. ელგუჯა ქებურიას ასევე ეკუთვნის 100%-იანი წილი შპს „კლუბ ამბასადორში“. ის საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.41. თემურ უგულავაქონება (მილიონი ₾): 282,47წყარო: რუმსისფერო: სასტუმროასაკი: 55თემურ უგულავამ კაპიტალი თავდაპირველად ტოტალიზატორ „აჭარაბეთიდან“ დააგროვა, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და2003 წლიდან ონლაინკაზინოც გახდა. მოგვიანებით, უგულავამ სასტუმროების ბიზნესში გადაინაცვლა. მისი „აჭარა ჯგუფის“ პორტფელის ნაწილია „რუმსის“ სამი სასტუმრო, „სტამბა“ და „ფაბრიკა“. „აჭარა ჯგუფი“ უმეტესწილად ფუნქციადაკარგულ ადგილებს აღადგენს და ახალ მიზიდულობის წერტილად აქცევს.42. ლაშა პაპაშვილიქონება (მილიონი ₾): 276,65წყარო: რედიქსისფერო: უძრავი ქონება და აგროსაქმიანობაასაკი: 57ლაშა პაპაშვილის ყველაზე მსხვილი აქტივი უძრავი ქონების კომპანია „რედიქსის“ აქციების ნახევარია, მეორე ნახევარი კი მის ძმას, სულხანს ეკუთვნის. ლაშა პაპაშვილი სრულად ფლობს რძით მომმარაგებელ კომპანია „ყვარლის ბაგას“, რომელიც 2025 წელს სკანდალში გაეხვა – „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის სკინტლით კვებავდა.43. კახა ხაზარაძექონება (მილიონი ₾): 273,99წყარო: აი სი არსფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 58კახა ხაზარაძე უმსხვილესი აქციონერია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელ „აი სი არ“-ში, რომელიც „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა.44. რევაზ დარჩიძექონება (მილიონი ₾): 272,07წყარო: DAR BUILDINGსფერო: დეველოპმენტიასაკი: 58რევაზ დარჩიძე 2013 წელს დაარსებული სამშენებლო და დეველოპერული კომპანია DAR Building-ის ერთადერთი მფლობელია.კომპანიის საქმიანობის ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიების ასეულში DAR-ი 68-ე ადგილზე მოხვდა.45. სულხან პაპაშვილიქონება (მილიონი ₾): 249,17წყარო: რედიქსისფერო: უძრავი ქონებაასაკი: 60სულხან პაპაშვილი უძრავი ქონების კომპანია „რედიქსის“ აქციების ნახევარს ფლობს, მეორე ნახევრის მფლობელი კი მისი ძმა, ლაშაა. ვარდების რევოლუციამდე იკავებდა მაღალ თანამდებობებს საჯარო სამსახურში, შემდეგ კი კერძო სექტორში გადაინაცვლა.46. ანტონ ობოლაშვილიქონება (მილიონი ₾): 244,61წყარო: გლობალფარმისფერო: და უძრავი ქონებაასაკი: 51ანტონ ობოლაშვილი 2004 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანიის, „გლობალფარმის“ ერთადერთი მფლობელია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მედიკამენტების იმპორტი და დისტრიბუციაა, პარალელურად კი უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს. ანტონ ობოლაშვილი 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.47. დალი ურუშაძექონება (მილიონი ₾): 242,99წყარო: რიკოსფერო: ფინანსებიასაკი: 75დალი ურუშაძე 2004 წელს დაარსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, „რიკო ექსპრესის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაამჟამად საქართველოს 19 ქალაქში 56 ფილიალს ფლობს.48. ივანე ჩხარტიშვილიქონება (მილიონი ₾): 240,38წყარო: Smart Capital Groupსფერო: დივერსიფიცირებულიასაკი: 62ჩხარტიშვილის დივერსიფიცირებულ პორტფელს მისი ჰოლდინგი, Smart Capital Group-ი აკონტროლებს. მათ აქვთ კომპანიები მეღვინეობის, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და თამბაქოს სფეროში. ვარდების რევოლუციამდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას, 2004-2008 წლებში კი პარლამენტის წევრიც იყო.49. მუხამედ ართმელაძექონება (მილიონი ₾): 238,11წყარო: მედცენტრისფერო: ჯანდაცვაასაკი: 46მუხამედ ართმელაძეს ეკუთვნის 2015 წელს რეგისტრირებული „მაღალტექნოლოგიური მრავალპროფილური ჰოსპიტალი მედცენტრი“.ჰოსპიტალი ბათუმში ოპერირებს და ხუთ ფილიალს ფლობს. მუხამედ ართმელაძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.50. ალექსანდრე სამხარაძექონება (მილიონი ₾): 227,30წყარო: დრესაპისფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 60ალექსანდრე სამხარაძე 88%-იან წილს ფლობს კომპანია „დრესაპ ჯგუფში“ (შპს თრეიდლაინი), რომელიც 1994 წელს დაარსდა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები აქვს.51. ამირან დარჩიძექონება (მილიონი ₾): 226,65წყარო: მოდუსისფერო: სამშენებლო მასალებიასაკი: 56ამირან დარჩიძე სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ „მოდუსის“ ერთადერთი მფლობელია, რომელიც ავეჯით და სარემონტო მასალებით ვაჭრობს. „მოდუსს“ თბილისსა და ბათუმში, ჯამში, ოთხი ფილიალი აქვს.52. გიორგი გველესიანიქონება (მილიონი ₾): 218,80წყარო: GT Groupსფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 59გიორგი გველესიანი ფლობს „ჯი-თი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქიავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.53. გიორგი თავდიშვილიქონება (მილიონი ₾): 218,80წყარო: GT Groupსფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 62გიორგი თავდიშვილი ფლობს „ჯი-თი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქიავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.54. თემურ უსტიაშვილიქონება (მილიონი ₾): 218,80წყარო: GT Groupსფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 49თემურ უსტიაშვილი ფლობს „ჯითი გრუპის“ მესამედს, რომელმაც საქმიანობა 1999 წელს დაიწყო. „ჯი-თი გრუპი“ ვაჭრობს მსუბუქიავტომობილებით, სატვირთოებით, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკით. სხვა ბრენდებთან ერთად საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს BMW-ს, „ფორდს“, „ლენდ როვერს“, „იაგუარს“ და „სუზუკის“.55. თენგიზ ბაკურიძექონება (მილიონი ₾): 212,52წყარო: ბაკურისფერო: უძრავი ქონება და დეველოპმენტიასაკი: 70თენგიზ ბაკურიძე ფლობს სამშენებლო კომპანია „ბაკურის“, რომელიც 1996 წელს დაარსდა. „ბაკურის“ საქმიანობის ძირითადი არეალი ბათუმია. „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულში „ბაკური“ 96-ე ადგილზეა.56. ლევან კაკაბაძექონება (მილიონი ₾): 192,17წყარო: შარმ ტრეიდინგისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 65ლევან კაკაბაძე ფლობს 30%-იან წილს 2000 წელს დაფუძნებულ სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგში“. „ფორბსის“ ყველაზეძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში „შარმ ტრეიდინგი“ 30-ე ადგილზეა.57. გიორგი ღამბაშიძექონება (მილიონი ₾): 174,45წყარო: ქართული სპირტისფერო: ალკოჰოლური სასმელებიასაკი: 63გიორგი ღამბაშიძეს 20%-იანი წილი ეკუთვნის 2017 წელს დარეგისტრირებულ შპს-ში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთანდაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს. აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ღამბაშიძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.58. ლევან კაჭარავაქონება (მილიონი ₾): 174,19წყარო: GBGსფერო: მრეწველობა და საბითუმო ვაჭრობაასაკი: 50ლევან კაჭარავა შპს „გლობალ ინვესტის“ გავლით ფლობს 60%-იან წილს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გრუპში“, რომელიც 2005 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოება და რეალიზაციაა.59. ნინო ბრეგვაძექონება (მილიონი ₾): 173,51წყარო: ევროპროდუქტისფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 61ნინო ბრეგვაძე 50%-იან წილს ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „ევროპროდუქტში“. კომპანია 2004 წელს დაარსდა და პირველი 10 წლისგანმავლობაში მხოლოდ დისტრიბუციას ეწეოდა, 2014 წელს კი პირველი სუპერმარკეტი გახსნა და ახლა 40 ფილიალი აქვს. „“, „ფორბსის“ მიხედვით, საქართველოს 58-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.60. ზაურ ქორთოშიძექონება (მილიონი ₾): 170,80წყარო: Geo Skyსფერო: საჰაერო ტრანსპორტიასაკი: 64ზაურ ქორთოშიძე ფლობს 100%-იან წილს შპს „ჯეო სქაიში“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და საქართველოს ავიაბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება.61. მერაბ ნიქაბაძე და ოჯახიქონება (მილიონი ₾): 169,96წყარო: GRCსფერო: მრეწველობა და ვაჭრობაასაკი: 62ნიქაბაძეების ოჯახს ჯამურად 60%- იანი წილი აქვს კომპანია „ჯი არ სი“-ში, რომელიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობს. „ჯი არ სი“ „ფორბსის“ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში 71-ე ადგილზე მოხვდა.62. დავით გიორგობიანიქონება (მილიონი ₾): 159,89წყარო: ჰიუნდაისფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 60დავით გიორგობიანი ფლობს სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, რომელიც 2005 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და ავტომობილების ტექმომსახურებაა. დავით გიორგობიანი ვეტერანი კალათბურთელია – ის 80-იან წლებში „თბილისის დინამოსა“ და სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.63. არჩილ გეგენავაქონება (მილიონი ₾): 157,87წყარო: სპარი/იოლი/კალათასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 50არჩილ გეგენავა შპს „ჰოლდინგ. ჯის“ საშუალებით ფლობს შპს „ფუდმარტს“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და„კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს. 2008-2012 წლებში არჩილ გეგენავა პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”.64. იოსებ მჭედლიშვილიქონება (მილიონი ₾): 156,62წყარო: ფერისფერო: მშენებლობაასაკი: 69იოსებ მჭედლიშვილი ფლობს 96%-ს კომპანიაში შპს „ფერი“, რომელიც 1991 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა დაპროექტება, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გვირაბების, გზებისა და სხვა მშენებლობები.65. ლევან მჟავანაძექონება (მილიონი ₾): 153,97წყარო: ლაიქ ჰაუსისფერო: მშენებლობაასაკი: 53ლევან მჟავანაძე ფლობს 100%-იან წილს შპს „ლაიქ ჰაუსში“, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.66. ნანა ჯანაშიაქონება (მილიონი ₾): 150,42წყარო: ბეთლაივისფერო: სათამაშო ბიზნესიასაკი: 442023 წლის მონაცემებით, ნანა ჯანაშია ფლობს 19%-ს შპს „ბეთლაივში“, რომლის ძირითადი საქმიანობაა აზარტული თამაშებისსისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა და მომხმარებელს სთავაზობს ონლაინტოტალიზატორისა და ონლაინკაზინოს თამაშების პლატფორმას.67. ვასილ სოფრომაძექონება (მილიონი ₾): 150,23წყარო: ფრესკოსფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 63ვასილ სოფრომაძე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების გავლით ფლობს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“. ის საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.68. გიორგი სალაყაიაქონება (მილიონი ₾): 144,90წყარო: ბადაგონისფერო: ალკოჰოლური სასმელებიასაკი: 56გიორგი სალაყაია სს „ბადაგონის“ ერთადერთი აქციონერია. კომპანია, რომელიც 2003 წელს დაარსდა, მეღვინეობითაა დაკავებული.„ბადაგონს” ქართული ღვინო 35 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.69. ზურაბ ზაქარიაძექონება (მილიონი ₾): 136,30წყარო: სპარი/იოლი/კალათასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 47ზურაბ ზაქარიაძე ფლობს 22%-იან წილს შპს „ფუდმარტში“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს.70. თენგიზ კაპანაძექონება (მილიონი ₾): 134,10წყარო: მაკდონალდსისფერო: სწრაფი კვებაასაკი: 54თენგიზ კაპანაძე ფლობს შპს „თ და კ რესტორნების“ 10%-ს. კომპანია დაარსდა 1997 წელს და საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდის” კორპორაციის ფრენჩაიზს.71. დავით კუხალაშვილიქონება (მილიონი ₾): 123,93წყარო: სპარი/იოლი/კალათასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 47დავით კუხალაშვილი ფლობს 9%-ს შპს „ფუდმარტში“, რომელიც დაარსდა 2013 წელს და „სპარის“, „იოლისა“ და „კალათას“ სუპერმარკეტების ქსელს მოიცავს.72. ირაკლი ბურდილაძექონება (მილიონი ₾): 122,32წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენისფერო: დეველოპმენტიასაკი: 51ირაკლი ბურდილაძე ფლობს 50%-ს შპს „ბკ ქონსთრაქშენში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებებისა და სასტუმროების მშენებლობა.73. შოთა ბერეკაშვილიქონება (მილიონი ₾): 122,32წყარო: ბიქეი ქონსთრაქშენისფერო: დეველოპმენტიასაკი: 51შოთა ბერეკაშვილი ფლობს 50%-ს შპს „ბკ ქონსთრაქშენში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებებისა და სასტუმროების მშენებლობა. 2024 წლიდან პარლამენტისწევრია „ქართული ოცნებიდან“.74. ირაკლი კერვალიშვილიქონება (მილიონი ₾): 122,18წყარო: Paceსფერო: ტრანსპორტიასაკი: 59ირაკლი კერვალიშვილი ფლობს 38%-ს შპს „პეის ჯორჯიაში” რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ტვირთების გადაზიდვა და ფოთის პორტში მათი მართვაა.75. ლაურა ლარიონიქონება (მილიონი ₾): 121,56წყარო: Paceსფერო: ტრანსპორტიასაკი: 90ლაურა ლარიონი ფლობს 38%-ს შპს „პეის ჯორჯიაში”, რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ტვირთების გადაზიდვა და ფოთის პორტში მათი მართვაა. ლაურა ლარიონი ჩვენი სიის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელია.76. ელგუჯა თურმანიძექონება (მილიონი ₾): 119,02წყარო: ელთი ჯგუფისფერო: დეველოპმენტიასაკი: 44ელგუჯა თურმანიძე სრულად ფლობს შპს „ელთ ბილდინგს“, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია აპარტამენტებისა და კომერციული ფართების აშენება და შემდგომში მათი რეალიზაცია მართვის უფლებით.77. ზურაბ ზურაბიშვილიქონება (მილიონი ₾): 118,96წყარო: ელიზისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 60ზურაბ ზურაბიშვილი 20%-ს ფლობს 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“.78. რევაზ ვაშაკიძექონება (მილიონი ₾): 118,57წყარო: ჩირინასფერო: აგროსაქმიანობაასაკი: 71რევაზ ვაშაკიძე სრულად ფლობს შპს „ჩირინას“, რომელიც 2010 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო მეფრინველეობაა. მათი პროდუქტი ბაზარზე „ბიუ-ბიუს“ სახელით იყიდება. ვაშაკიძე სამართლებრივ დავაში იყო ჩვენი სიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ლაშა პაპაშვილთან – „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ სწორედ „ჩირინასგან“ ყიდულობდაქათმის სკინტლს, რომელსაც საქონელს აჭმევდა.79. თალიკო ცირეკიძექონება (მილიონი ₾): 116,53წყარო: ნიკორასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 86თალიკო ცირეკიძე ფლობს 10%-ს სუპერმარკეტების ქსელსა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ „ნიკორაში“. „ნიკორა“, რომლისმენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.80. ზაალ და დავით დუგლაძეებიქონება (მილიონი ₾): 115,95წყარო: დუგლაძეების ღვინის კომპანიასფერო: ალკოჰოლური სასმელებიასაკი: 55, 51 ზაალ და დავით დუგლაძეები ფლობენ 67%-იან წილს შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობა ღვინისა თუ სპირტიანი სასმელების წარმოება და ვაჭრობაა. ზაალ დუგლაძე 2024 წლიდან პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.81. დავით ტაკიძექონება (მილიონი ₾): 115,15წყარო: ტოიოტა თბილისისფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 54დავით ტაკიძე ფლობს 33%-ს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას” ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.82. ირაკლი გურჩიანიქონება (მილიონი ₾): 113,19წყარო: ტოიოტა თბილისისფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 62ირაკლი გურჩიანი ფლობს 29%-ს შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას” ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.83. თენგიზ აფხაიძე და ოჯახიქონება (მილიონი ₾): 111,69წყარო: ელიზისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 71თენგიზ, ნათია და ბესიკ აფხაიძეები 20%-იან წილს ფლობენ 1998 წელს დაფუძნებულ „ელიზი ჯგუფში“, რომელიც თამბაქოს იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. მათ მიერ იმპორტირებულ ბრენდებს შორისაა „უინსტონი“, „სობრანიე“ და „ქემელი“.84. ხატია გოგლიძექონება (მილიონი ₾): 106,11წყარო: კავკასიის უნივერსიტეტისფერო: განათლებაასაკი: 47ხატია გოგლიძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ აქციების 93% ფლობს და მისი ვიცეპრეზიდენტია. უნივერსიტეტი 1998 წელს გოგლიძისქმარმა, კახა შენგელიამ დააარსა, რომელიც დღემდე იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.85. გიორგი ჩივაძექონება (მილიონი ₾): 102,49წყარო: შარმ ტრეიდინგისფერო: საბითუმო ვაჭრობაასაკი: 51გიორგი ჩივაძე ფლობს 16%-ს შპს „შარმ ტრეიდინგში“, რომელის 2000 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენსყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური, ქიმიური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით.86. უჩა ლურსმანაშვილიქონება (მილიონი ₾): 101,76წყარო: ქონექთისფერო: ავტოგასამართი სადგურიასაკი: 46უჩა ლურსმანაშვილი სრულად ფლობს შპს „რეპსოლს“, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს და მისი ძირითადი საქმიანობაა ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზის მეშვეობით.87. გიორგი აღდგომელაშვილიქონება (მილიონი ₾): 101,13წყარო: GRCსფერო: მრეწველობა და ვაჭრობაასაკი: 50გიორგი აღდგომელაშვილი ფლობს 40%-იან წილს შპს „ჯი არ სიში“, რომელიც 2003 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოება და იმპორტი.88. როინ დუმბაძექონება (მილიონი ₾): 93,54წყარო: ბათმშენისფერო: დეველოპმენტიასაკი: 42როინ დუმბაძე სრულად ფლობს შპს „ბათმშენს“, რომელიც 2011 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.89. გრიგორი გუდავაძექონება (მილიონი ₾): 92,76წყარო: მეგატექნიკასფერო: საყოფაცხოვრებო ტექნიკითვაჭრობაასაკი: 65გრიგორი გუდავაძე ფლობს 50%-იან წილს შპს „ომეგაში“, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებითა და მოწყობილობებით.90. დავით ჟღენტიქონება (მილიონი ₾): 92,73წყარო: New Roadსფერო: მშენებლობაასაკი: 40დავით ჟღენტი 50%-იან წილს ფლობს შპს „New Road“-ში, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, ასფალტბეტონის წარმოება, ღორღისა და ქვიშის კარიერების დამუშავება.91. გივი ჩოჩიაქონება (მილიონი ₾): 92,73წყარო: New Roadსფერო: მშენებლობაასაკი: 52გივი ჩოჩია 50%-იან წილს ფლობს შპს „New Road“-ში, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა, ასფალტბეტონის წარმოება, ღორღისა და ქვიშის კარიერების დამუშავება.92. თეა კაკაბაძექონება (მილიონი ₾): 91,45წყარო: ალტასფერო: საყოფაცხოვრებო ტექნიკითვაჭრობაასაკი: 57თეა კაკაბაძე 29%-იან წილს ფლობს შპს „ალტაში“, რომელიც 1997 წელს დაარსდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობს. ონლაინმაღაზიასთან ერთად, „ალტას” ამჟამად საქართველოს 7 ქალაქში ჯამში 16 მაღაზია აქვს.93. ნანი ანდიაშვილიქონება (მილიონი ₾): 90,33წყარო: აი სი არსფერო: საცალო ვაჭრობაასაკი: 62ნანი ანდიაშვილი ფლობს 25%- იან წილს შპს „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არში“, რომელიც დაარსდა 1995 წელს და სავაჭრო დამომსახურების კომპანიაა.94. სულიკო წულუკიძექონება (მილიონი ₾): 88,38წყარო: ბეთლაივისფერო: სათამაშო ბიზნესიასაკი: 58სულიკო წულუკიძე „ბეთლაივის“ მეწილეა, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში საქართველოს 25-ე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.95. დავით ხეჩიკაშვილიქონება (მილიონი ₾): 88,09წყარო: აი-ბი-ჯისფერო: ავტოინდუსტრიაასაკი: 25დავით ხეჩიკაშვილი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი მთავარი საქმიანობა არის ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვა და ავტომობილების საგარანტიო მომსახურება. დავით ხეჩიკაშვილი ბიზნესმენისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილია.96. გიორგი ჟორდანიაქონება (მილიონი ₾): 83,23წყარო: GBGსფერო: მრეწველობა და უძრავი ქონებაასაკი: 52გიორგი ჟორდანია ფლობს 40%-იან წილს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გრუპში“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების წარმოება და რეალიზაციაა.97. იბრაიმ შალიკაძექონება (მილიონი ₾): 81,46წყარო: მინისოსფერო: ვაჭრობა და უძრავი ქონებაასაკი: 60იბრაიმ შალიკაძე ფლობს 12.5%-იან წილს შპს „მინისო ჯორჯიაში“, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა იმპორტირებული საქონლით და წარმოადგენს ჩინურ მაღაზიათა ქსელ „მინისოს“ საქართველოში.98. მაკა სალუქვაძექონება (მილიონი ₾): 80,93წყარო: ნიკორასფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 57მაკა სალუქვაძე 6%-იან წილს ფლობს სს „ნიკორაში“, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აერთიანებს სუპერმარკეტების ქსელს,ხორცპროდუქტებისა და სხვა საკვები ნაწარმისა თუ სასმლის იმპორტიორ/დისტრიბუტორ კომპანიებს. „ნიკორა“, რომლის მენეჯმენტის ქვეშ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტებიც არის, 2025 წელს „ფორბსმა“ საქართველოს უმსხვილეს სასურსათო ქსელად და საქართველოში მე-4 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა.99. ირინე ქოსაშვილიქონება (მილიონი ₾): 80,60წყარო: გუდვილისფერო: სასურსათო მაღაზიაასაკი: 54ირინე ქოსაშვილი 95%-იან წილს „გუდვილში”, რომელიც საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. ამჟამად „გუდვილს” თბილისში ექვსი, ხოლო ბათუმში ორი ფილიალი აქვს.100. დიმიტრი რამიშვილიქონება (მილიონი ₾): 79,70წყარო: ივერიასფერო: სათამაშო ბიზნესიასაკი: 49დიმიტრი რამიშვილი აქციების 12%-ს ფლობს თბილისისა და ბათუმის „რედისონ ბლუ ივერია“-ს შენობებში განთავსებულ კაზინოებში.„რეიტინგი ეფუძნება ინდივიდებისა და ოჯახების საქართველოში არსებულ ბიზნესაქტივებს და ასახავს მათ სამეწარმეო კაპიტალს – კომპანიებში არსებულ წილებს.კომპანიების ღირებულების განსაზღვრისას ვადგენთ ფასს, რომლითაც ბიზნესი შეიძლება შეფასდეს ბაზარზე, თუ აქციონერები მისი გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.საქართველოში უმსხვილესი კომპანიების უმეტესობა კერძოა და მათი აქციები ბირჟაზე არ ივაჭრება. შესაბამისად, კერძო კომპანიების შეფასება ძირითადად ხდება EV/EBITDA-ის მიდგომით – კომპანიის EBITDA მრავლდება შესაბამის განვითარებადი ეკონომიკების სექტორულ მულტიპლიკატორზე. უარყოფითი საოპერაციო მოგების მქონე, მაგრამ მზარდი კომპანიების შემთხვევაში შეფასება ეფუძნება EV/Sales-ის მიდგომას – შემოსავლების მულტიპლიკატორს, წმინდა ვალის გათვალისწინებით. მიღებულ ღირებულებას აკლდება წმინდა ვალი და საბოლოო მაჩვენებელი ნაწილდება მესაკუთრეთა წილების შესაბამისად.ფინანსური ინსტიტუტები შეფასებულია P/B Ratio-ს მიდგომით. გამოყენებულია ევროპის საფინანსო სექტორის 2023 წლის მეორე კვარტალის მულტიპლიკატორები: კომერციული ბანკები – 0.8; სადაზღვევო კომპანიები – 1.3 (ROE-ის გათვალისწინებით); სხვა ფინანსური სერვისები – 1.5.ჩვენი რეიტინგი ეფუძნება ექსკლუზიურად ბიზნესაქტივების შეფასებას და არ წარმოადგენს პიროვნების ან ოჯახის სრული ქონების ყველა იურისდიქციაში არსებული აქტივების შეფასებას.რეიტინგში შევიყვანეთ მხოლოდ ის პირები, რომელთა ბიზნესაქტივების შეფასება შესაძლებელია პასუხისმგებლობით – საჯარო და გადამოწმებად მონაცემებზე დაყრდნობით. ძირითადი ფინანსური მონაცემები ეფუძნება 2023 წლის ანგარიშგებებს, წარმოდგენილს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე. საკუთრების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, ფინანსური ანგარიშგების პორტალიდან, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდებიდან, კომპანიასთან დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციით და სხვა საჯარო წყაროებიდან“, – წერს „ფორბსი“.ვრცლად: forbes.ge