Forbes Georgia წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი.
კომპანიები დაჯგუფებულია შემოსავლების მიხედვით. რეიტინგში დომინირებენ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, კომუნიკაციებისა და სხვა სექტორებიდან.
სიაში არ არის შესული საქართველოს მთავრობის კუთვნილი კომპანიები და ფინანსური სექტორი (ბანკები), რომელთა ანგარიშს Forbes Georgia განცალკევებული სახით ამზადებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის საერთო შემოსავალი 36.3 მილიარდი ლარია. 2021 წელთან შედარებით მაჩვენებელი 5.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.
(დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ).
1. სოკარ ენერჯი ჯორჯია
შემოსავალი: ₾ 2,350 მლნ.
სოკარ ენერჯი ჯორჯია წელსაც საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა – ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და სოკარ ჯორჯია გაზისგაყიდვები განაპირობებს.
მფლობელი: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა.
2. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
შემოსავალი: ₾ 1,204 მლნ.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც ევექსისჰოსპიტლებს, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.
მფლობელი: საქართველოს კაპიტალი.
3. ტოიოტა კავკასია
შემოსავალი: ₾ 1,130 მლნ.
ტოიოტა კავკასიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან ტოიოტასა და ლუქსის ბრენდების ავტომანქანების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და კავკასიაში ავტორიზებული დილერებისთვის საბითუმოდ მიყიდვაა.
მფლობელი: Toyota Tsusho Corporation
4. ნიკორა
შემოსავალი: ₾ 1,013 მლნ.
ნიკორა კვების პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების მზარდ ქსელს – ნიკორასა და ლიბრეს აერთიანებს და ბაზარზე 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.
მფლობელი: ვასილ სუხიაშვილი – 23%, Greenmoon LTD – 13.3%, დავით დუმბაძე – 10.5%, ოლეგ გუბანოვი – 10%, თალიკო ცირეკიძე – 9%, სს ნიკორა – 6.5%, მაკა სალუქვაძე – 6%, გურამ ცერცვაძე – 5%, ირაკლი ნიკოლაიშვილი – 2.8%, ეკატერინა გუბანოვა – 2%, კსენია გუბანოვა – 2%, ოლგა გუბანოვა – 2%, ტარადინ დემენტი – 2%, თამარ ჯერენიშვილი – 2%, ნიკა სუხიაშვილი – 1.1%, სოფო სუხიაშვილი – 1.1%, ანტონ ნიკოლაიშვილი – 0.9%, რუსუდან ჯერენაშვილი – 0.9%.
5. რომპეტროლ საქართველო
შემოსავალი: ₾ 979 მლნ.
რომპეტროლი წარმოადგენს ჯგუფ KMG International-ის მთავარ ბრენდს, რომელიც ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია KazMunayGaz-ის მფლობელობაშია. „რომპეტროლის“ მთავარი საქმიანობა ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაა.
მფლობელი: სუვერენული კეთილდღეობის ფონდი Samruk-Kazyna (ყაზახეთის მთავრობის საკუთრება).
6. თეგეტა მოტორსი (ჯგუფი)
შემოსავალი: ₾ 950 მლნ.
თეგეტა მოტორსი საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს დილერსა და ავტონაწილების ბაზრის მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს.
მფლობელი: თემურ კოხოძე.
7. ორი ნაბიჯი
შემოსავალი: ₾ 879 მლნ.
ორი ნაბიჯი საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერია. 2022 წლის ბოლოს თბილისსა და სხვა რეგიონებში კომპანია 400 მაღაზიას ფლობდა.
მფლობელი: გოჩა ცქიტიშვილი – 33.34%, გიორგი ჩხეიძე – 33.33%, კახი ბექაური – 33.33%.
8. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)
შემოსავალი: ₾ 775 მლნ.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტსა და 71 პატარა ფორმატის სუპერმარკეტს ფლობს.
მფლობელი: შპს Majid Al Futtaim Capital.
9. პსპ ფარმა
შემოსავალი: ₾ 745 მლნ.
პსპ ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლებს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელი: 95% – კახაბერ ოქრიაშვილი, 5% – თენგიზ ჯამელაშვილი.
10. ავერსი ფარმა
შემოსავალი: ₾ 738 მლნ.
ავერსი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ჯგუფი ასევე მართავს ჰოსპიტლების ქსელს თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში.
მფლობელი: 67% – პაატა კურტანიძე, 33% – ნიკოლოზ კურტანიძე.
ვრცლად: forbes.ge
